ფაშინიანი: "რესპუბლიკურმა პარტიამ თავი გაინადგურა"
სომხეთის ოპოზიციის ლიდერი, ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ და მისმა საპარლამენტო ფრაქციამ "შეუქცევადად გაინადგურა თავი" და "საკუთარ ხალხს ომი გამოუცხადა", რადგან უარი თქვა მისთვის მხარი დაეჭირა პრემიერ-მინისტრის პოსტზე.