Добавить новость
123ru.net
World News
Июль
2021

ამერიკული „სი ბრიზ 2021“ დასრულდა. იწყება რუსული „დასავლეთი 2021“

0
10 ივლისს უკრაინის ოდესის პორტში საზეიმოდ დაიხურება ამერიკულ-უკრაინული სწავლება „სი ბრიზ 2021“ (Sea Breeze 2021), რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე 1997 წლიდან დაახლოებით ერთსა და იმავე დროს იმართება. საზეიმო ღონისძიების შემდეგ მასპინძელი ქვეყნის სტუმართმოყვარე მთავარ საზღვაო ქალაქს დატოვებენ 31 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები, მესაზღვრეები და მეზღვაურები, სამხედროფორმიანი მამაკაცები და ქალები, რომლებმაც რეალურ საბრძოლო მდგომარეობასთან მიახლოებულ ვითარებაში გაიცნეს ერთმანეთი, ორი კვირის განმავლობაში ერთიან ძალად იქცნენ და ერთიანი სარდლობით ასრულებდნენ საერთო ამოცანებს წყლის ზედაპირზე, წყლის ქვეშ, ჰაერსა და ხმელეთზე.




31 ქვეყნის 5 000 სამხედრო, 32 გემი, 40 საფრენი აპარატი და სპეცდანიშნულებისა და მყვინთავების 18 რაზმი - ეს ის ძალაა, ყველა შავიზღვისპირა ქვეყანა რომ ინატრებდა და მით უფრო უკრაინა, რომლის მთელი სამხედრო საზღვაო ძალების საბრძოლო პოტენციალი ახლოსაც ვერ მიდის მისი აგრესიული მეზობლის, რუსეთის, შავი ზღვის ფლოტთან.


2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომისა და 2014 წლის უკრაინის ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთი, სხვა შავიზღვისპირა ქვეყნებთან შედარებით, უპირობოდ დომინირებს შავ ზღვაში, სადაც ბოლო 7 წლის განმავლობაში თავი მოუყარა და მუდმივ საბრძოლო მზაობაში ამყოფებს შორეული მოქმედების ფრთოსანი „კალიბრის“ ტიპის რაკეტებით აღჭურვილ 6 ახალ წყალქვეშა ნავს. ყირიმში რუსეთმა განათავსა, ასევე, დიდი სიშორის „ბასტიონის“ კლასის სანაპირო დაცვის სარაკეტო კომპლექსი, რომელსაც, ფაქტობრივად, შავი ზღვის ყველა მონაკვეთში შეუძლია მოწინააღმდეგის ხომალდებზე იერიშის მიტანა, მათ შორის, ბოსფორამდეც.




„რუსეთის შეიარაღებაში არის 200 ერთეული რაკეტა - როგორც გემთსაწინააღმდეგო რაკეტები, ისე შორეული მოქმედების ფრთოსანი „კალიბრის“ ტიპის რაკეტები. ამას ემატება უკრაინის გარშემო, რუსეთის სამხრეთის ოლქში განლაგებული 100-მდე „ისკანდერის“ ტიპის რაკეტა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას უკრაინელი ექსპერტი მიხაილო სამუსი, პროფესიული სინდიკატის „არმიის, კონვერსიისა და განიარაღების სწავლების ცენტრის“ დირექტორის მოადგილე.


ამიტომ, გვერდზე რომ გადაიდოს ყოველგვარი პირობითობა და სამხედრო დიპლომატიის დაუწერელი კანონი, როცა სამხედრო სწავლების ლეგენდაში არსებობენ მხოლოდ წარმოსახული მოწინააღმდეგეები, 2014 წლის შემდეგ შექმნილი უსაფრთხოების გარემო შავ ზღვაში აღარ ტოვებს ადგილს რიტორიკული შეკითხვებისათვის.


წარმოსახულმა მოწინააღმდეგემ თავისი რეალური სახე იმაზე უფრო ადრე გამოაჩინა, ვიდრე „სი ბრიზის“ მონაწილეები ჯერ კიდევ გზაში იყვნენ.


23 ივნისს რუსეთმა ჯერ გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა, შემდეგ კი, როგორც ამტკიცებს, ბომბის ჩამოგდებით შეეცადა შეეჩერებინა ბრიტანული გემი HMS Defender-ი, რომელიც ოდესიდან საქართველოს მიმართულებით მიცურავდა და, რუსეთის მტკიცებით, შევიდა „რუსეთის ტერიტორიულ წყლებში“.


ამ ინციდენტთან დაკავშირებით რუსეთის პოლიტიკურ ელიტასა და სახელმწიფო მედიაში გამოთქმულ ნაირ-ნაირ შეფასებებს შორის პროპაგანდისტული ომების ანალებს, სავარაუდოდ, აუცილებლად შემორჩება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის კომენტარი.


„ჩვენ შეგვიძლია დავბომბოთ არა მხოლოდ გემის კურსი, არამედ უშუალოდ სამიზნეც. ჩვენ (საკუთარი საზღვრების) სადარაჯოზე ვიდგებით არა მხოლოდ დიპლომატიური და პოლიტიკური, არამედ, თუ საჭირო გახდა, სამხედრო საშუალებებით“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა, ბრიტანული გემის ინციდენტის კომენტირებისას.




დაბომბვის მუქარამ სინამდვილეში შეიძლება კონკრეტული გემის ეკიპაჟს შეაცვლევინოს აღებული გეზი ანექსირებული სიმფეროპოლის თუ სევასტოპლის ტერიტორიულ წყლებში, მაგრამ არც ბრიტანეთი და არც ნატოს რომელიმე სხვა ქვეყანა იმ კურსიდან გადახვევას, რომელსაც კოლექტიური დასავლეთი დაადგა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, არ აპირებს.


ზემოხსენებული სკანდალის შემდეგ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისში განაცხადეს, რომ ყირიმი უკრაინის კუთვნილებაა, HMS Defender-ი კი მოძრაობდა „საერთაშორისოდ აღიარებული“ და უკრაინის საქართველოსთან დამაკავშირებელი მარშრუტით.


ამის შემდეგ მოსკოვში ცოტა ხანს კიდევ იხმაურეს, მაგრამ შემდეგ გაჩერდნენ.


„კოლექტიური დასავლეთის წინააღმდეგ რუსეთი ვერასოდეს გაბედავს რეალურ კონფრონტაციაზე წავლას. სამაგიეროდ, HMS Defender-თან დაკავშირებულმა სკანდალმა „კარგი სამსახური“ გაუწია ამერიკულ-უკრაინულ საერთაშორისო სწავლება „სი-ბრიზ 2021-ს“, რომელიც ორი კვირის განმავლობაში გეგმის თანახმად და სრულიად მშვიდ ვითარებაში ჩატარდა“, - ამბობს მიხაილო სამუსი.


ცხადია, ყველა კარგად ჩატარებული საერთაშორისო სწავლების დასრულებას თან ახლავს ხოლმე მცირედი სევდა - ამ ტიპის მანევრები სამხედროებს, ყოველდღიური რუტინიდან თავის დაღწევის გარდა, ახალი გამოცდილების შესაძლებლობასაც აძლევს და ამიტომ გინდა, რომ ის ცოტა უფრო მეტხანს გრძელდებოდეს.


„სი ბრიზ 2021“-ის შემთხვევაში სევდისმომგვრელი ისიცაა, რომ ნატოს მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნები ტოვებენ შავ ზღვას, რუსეთი კი რჩება. სამწუხაროდ, შავ ზღვაში არ არსებობს არც ნატოს მოწინავე სარდლობა და არც მუდმივმოქმედი ძალები. უფრო მეტიც, ალიანსს არ აქვს შემუშავებული სტრატეგიული და ერთიანი მიდგომა შავ ზღვაში ისეთ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების თვალსაზრისით, როგორიც შეიქმნა თუნდაც ბრიტანულ სამხედრო გემთან დაკავშირებით“, - დასძენს მიხაილო სამუსი.


და ყოველთვის, როდესაც შავ ზღვაში ნატოს წვრთნა ტარდება, ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე, ბოლო წლების ტრადიციით, საკუთარ სამხედრო მანევრებს რუსეთიც იწყებს. ასე მოხდა ამჯერადაც. 29 ივნისს, „სი ბრიზ 2021“ ერთი დღის დაწყებული იყო, როდესაც რუსეთმა ოკუპირებულ ყირიმში ჰაერსაწინააღმდეგო ოპერატიულ-ტაქტიკური საზენიტო სარაკეტო კომპლექსები, S-400 და Pantsir-ი, გამოსცადა.


ამ და კიდევ სხვა თანამედროვე იარაღს უფრო დიდი დოზით რუსეთი ჩააბამს სტრატეგიულ სამხედრო მანევრებში „დასავლეთი 2021“, რომელიც ვრცელ ფრონტზე იქნება გადაჭიმული და, რუსეთის დასავლეთის მიმართულების გარდა, ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონებსაც მოიცავს.




რუსეთის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, „დასავლეთის“ სახელით ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან ცნობილი მასშტაბური სამხედრო წვრთნის წლევანდელი სცენარის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას „პირობითი მოწინააღმდეგის“ შესაძლო აგრესიისგან ბელარუსისა და რუსეთის საკავშირო სახელმწიფო დაცვა წარმოადგენს.


 





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net