Добавить новость
123ru.net
World News
Июль
2021

არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტებს: იძაბებით ჯვრის დანახვაზე? აქედან სენსაციას ნუ ქმნით

0
„იძაბებით ჯვრის დანახვაზე? - მაშინ არ მახსოვხართ შეწუხებული, როცა თვეების განმავლობაში აქ ცარიელი კარვები და სააკაშვილის დაბრუნების კომიკური ბანერი იდგა“, - ასე პასუხობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტების კითხვას, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ საკანონმდებლო ორგანოს წინ „პრაიდის“ მოწინააღმდეგეების მიერ აღმართულ ჯვართან დაკავშირებით.



პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე იძლევა დაპირებას, რომ პარლამენტის წინ ტერიტორია მალე დაუბრუნდება ისეთ ფორმას, როგორსაც პარლამენტი იმსახურებს.



„იძაბებით ჯვრის დანახვაზე? თქვენ ხართ მედია, რომელმაც საზოგადოებას ობიექტური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს. ამ კითხვას რომ მისვამთ, ვხვდები, შეწუხებული ხართ იმით, რომ პარლამენტის წინ ვინმემ ჯვარი დადგა, მაგრამ წინა პერიოდში არ მახსოვხართ შეწუხებული, როცა თვეების განმავლობაში აქ ცარიელი კარვები და სააკაშვილის დაბრუნების კომიკური ბანერი იდგა. მაშინ, თქვენი პრეტენზიები არ მინახავს და ასე აღტკინებით და შეწუხებით მაშინაც რომ გეკითხათ, დღესაც გიპასუხებდით ამაზე და მაშინაც, არაფერი გაბედე-არგაბედეს თამაში ეს არ არის, ძალიან მალე ნახავთ, რომ სრულიად ნორმალურად, კანონმდებლობის ფარგლებში იქნება ყველა საკითხი გადაწყვეტილი და ნახავთ, რომ პარლამენტის წინ ტერიტორია დაუბრუნდება ისეთ ფორმას, როგორსაც ჩვენი ქვეყანა და კონსტიტუციური ინსტიტუტი - საქართველოს პარლამენტი იმსახურებს.


აქედან სენსაციას ნუ ქმნით, როგორც მოქალაქეები თუ უნდა შეწუხებულიყავით, უნდა შეწუხებულიყავით იმით, როცა ცარიელი კარვები იდგა თვეობით და რამდენიმე ადამიანს ოპოზიცია სიცხეში, კარავში აწამებდა ისე, რომ არანაირი პროტესტის თემა იქ არ არსებობდა“, - თქვა არჩილ თალაკვაძემ.


პარლამენტის წინ რკინის მასიური ჯვარი 5 ივლისს აღმართეს "თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ გამოსულმა ჯგუფებმა, რომლებმაც თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილი "ღირსების მარშის" გაუქმების მიუხედავად, მედიასა და მოქალაქეებზე იძალადეს რამდენიმე სხვადასხვა ადგილას.


პარლამენტის წინ, გარდა ჯვრის აღმართვისა, ჰომოფობიურმა, სიძულვილის ჯგუფებმა ორჯერ, 5 და 6 ივლისს ჩამოხსნეს ევროპის დროშა. 7 ივლისს დროშა პარლამენტის თავმჯდომარემ დააბრუნა - სიმბოლიკის დაზიანების ფაქტზე სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არცერთ პირზე არ დამდგარა.


9 ივლისს აქტივისტები გეგმავდნენ აქციის გამართვას პარლამენტის წინ ჯვრის ჩამოხსნის მოთხოვნით. მათ სურდათ მოეთხოვათ საკანონმდებლო ორგანოს წინ ნებართვის გარეშე აღმართული რკინის კონტრუქციის აღება და დაეფიქსირებინათ პოზიცია "რელიგიური გრძნობების" შეურაცხყოფის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ, რასაც დაუშვებლად მიიჩნევენ. დაანონსებული აქცია რამდენიმე საათში გაუქმდა - მისი გაუქმების მიზეზი გახდა მოძალადე ჯგუფების მხრიდან ორგანიზების მოწოდებები თანამოაზრეებისთვის, მისულიყვნენ აქციამდე ნახევარი საათით ადრე რუსთაველზე და არ დაეშვათ "ლიბერალების" მხრიდან ამ შინაარსის აქციის ჩატარება, ასევე აქციის ორგანიზატორებზე განხორციელებული თავდასხმა სოციალურ ქსელებში.


რადიო თავისუფლებამ სცადა თბილისის მერიაში გაერკვია, აპირებს თუ არა ქალაქის მთავრობა საკანონმდებლო ორგანოს წინ აღმართული რელიგიური სიმბოლიკის აღებას, - კონკრეტული პასუხი ამ კითხვაზე არ მიგვიღია.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net