Добавить новость
123ru.net
World News
Июль
2021

პარლამენტთან აქცია-პარაკლისი გაიმართა ჯვარის დაცვის მოტივით

0
პარლამენტის შენობასთან რადიკალურად განწყობილი ულტრანაციონალისტური ჯგუფები და მათი მხარდამჭერები სასულიერო პირებთან ერთად შეიკრიბნენ და პარაკლისს იხდიან ჯვრის დასაცავად. აქციაზე რამდენიმე ასეული ადამიანია შეკრებილი - მათ შეკრება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მოქალაქეებმა დაგეგმეს, დღეს პარლამენტთან გაემართათ აქცია ჯვრის აღების მოთხოვნით. აქცია გუშინვე გაუქმდა ორგანიზატორების მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის გამო, რასაც ისინი სოციალურ ქსელებში იღებდნენ სიძულვილის ჯგუფების წევრებისგან.


პარაკლისის დაწყებამდე აქციის მონაწილეების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პირდაპირი ჩართვის ვიდეოებშიც მათ პირად პროფაილებზე, ისმოდა მუქარა ჯვრის აღების ინიციატორების მისამართით. მუქარა ძირითადად მიემართებოდა აქტივისტ ნატა ფერაძეს და "გირჩის" ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს. ჯვრის დასაცავ აქცია-პარაკლისზე მყოფები ასევე ითხოვენ სახელმწიფომ მიიღოს კანონი, რომლის მიხედვითაც "რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა" დასჯადი გახდება. იდეა ამ კანონპროექტის შესახებ მეუფე შიომ გაახმოვანა რამდენიმე დღის წინ, 5 ივლისს, ძალადობრივი აქციის შემდეგ.


"ეს რომ აღარ განმეორდეს, რაც დღეს ვიხილეთ და თავიდან ავიცილოთ ეს მძიმე წუთები, ვფიქრობთ, არის დრო, რომ საზოგადოებამ ერთად დავიწყოთ ფიქრი, რათა ეს კანონმდებლობაში აისახოს. აისახოს რელიგიური და ერობრივი გრძნობების შეურაცხყოფის მცნება", - თქვა ეპისკოპოსმა შიომ მას შემდეგ, რაც თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილი "ღირსების მარში" გაუქმდა, სიძულვილის ჯგუფების თავდასხმის ობიექტები კი მედიის წარმომადგენლები გახდნენ.


"არ დავთმოთ ეს სიწმინდეები, დავგმოთ სიბილწე".


"არავის არაფერს აღარ დავაკლებთ, არც ერთი სასულიერო პირი, უკან აღარ დავიხევთ, არავის არაფერს ვაპატიებთ".


"ძალადობა შეგვიძლია სიტყვით "იბრძოლეთ", ვისაც როგორ უნდა, ისე გაიგოს".


ამგვარი მოწოდებები ისმის პარლამენტის წინ სასულიერო პირების მხრიდან პარაკლისის დასრულების შემდეგ. აქციაზე იმყოფება ჰომოფობიური და ქსენოფობიური ინტერნეტმედია "ალტ-ინფოს" ერთ-ერთი სახე, ზურაბ მახარაძე. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც 5 და 6 ივლისს მონაწილეობდა ძალადობრივ აქციებში. დღევანდელ აქცია-პარაკლისზე ის ანტიდასავლურ განცხადებას აკეთებს.


პარლამენტის წინ რკინის მასიური ჯვარი 5 ივლისს აღმართეს "თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ გამოსულმა ჯგუფებმა, რომლებმაც "თბილისი პრაიდის" ფარგლებში დაგეგმილი "ღირსების მარშის" გაუქმების მიუხედავად, მედიასა და მოქალაქეებზე იძალადეს რამდენიმე სხვადასხვა ადგილას.


პარლამენტის წინ, გარდა ჯვრის აღმართვისა, ჰომოფობიურმა, სიძულვილის ჯგუფებმა ორჯერ, 5 და 6 ივლისს ჩამოხსნეს ევროპის დროშა. 7 ივლისს დროშა პარლამენტის თავმჯდომარემ დააბრუნა - სიმბოლიკის დაზიანების ფაქტზე სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არცერთ პირზე არ დამდგარა.


პოლიტიკოსები მმართველი გუნდიდან ამბობენ, რომ ჯვრის აღება საჩქარო არ არის და ის უხდება კიდეც პარლამენტის წინ აღმართულ ევროპის დროშას.






რადიო თავისუფლებამ სცადა თბილისის მერიაში გაერკვია, აპირებს თუ არა ქალაქის მთავრობა საკანონმდებლო ორგანოს წინ აღმართული რელიგიური სიმბოლიკის აღებას, - კონკრეტული პასუხი ამ კითხვაზე არ მიგვიღია.


 


 


 


 


 





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net