Добавить новость
123ru.net
World News
Июль
2021

“ეს შეუმდგარი არარაობები “მიშმადიდებლები” არიან!”

0

კახა გოგიძე: “საქართველოში რუსულად მოაზროვნე თაობები გაზარდეს – დიახ, ეს ხალხი რუსეთშია გაზრდილი… როცა ვამბობ, რომ შვილის მკვლელთან ურთიერთობის დალაგება შეუძლებელია, ეს ხალხი დამცინის. სწორედ ეს არის მონური აზროვნება, ეს არის “ჯაყოს ხიზნები!”

ცნობილია, რომ ნათესავებსა და მეზობლებს არ ირჩევენ… ჩვენს “დიდ მეზობელთან” – რუსეთთან ურთიერთობა ყოველთვის იყო და არის საკამათო საქართველოში. ეს არის დილემა, რომელსაც ბოლო არ უჩანს, რაც რუსთაველის თეატრის მორიგმა ვიზიტმაც დაადასტურა: თეატრმა მოსკოვში გამართულ საერთაშორისო ფესტივალში იიღო მონაწილეობა. ამ ფაქტმა ქართველ საზოგადოებაში მწვავე კამათი და დაპირისპირება გამოიწვია:

“ისეთი ხალხი ლაპარაკობს, მოსკოვიდან ოჯახს რომ არჩენდა”
ნატო მეტონიძე, მომღერალი: – არ მესმის, რატომ არ უნდა წასულიყვნენ ქართველი მსახიობები რუსეთში ფესტივალზე! როგორ, რუსეთთან ჩვენ სხვანაირი­ კავშირები არა გვაქვს?! ძალიან კარგად მახსოვს, როცა სოხუმი დავკარგეთ, ბევრი ჩემი კოლეგა ჩემი თამადობით მოსკოვში მიდიოდა და მღეროდა. აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ მე მახსოვს კონცერტი, რომელიც საკონცერტო დარბაზ “როსიაში” ჩატარდა და ამ კონცერტს ერქვა “სიყვარულით თბილისიდან”. არ მახსენდება არც ერთი ცნობილი მომღერალი, რომელიც ამ კონცერტზე არ გამოსულა. როგორ, მაშინ არ იყო რუსეთი ოკუპანტი?! აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ რუსეთში ძალიან ბევრი ხელოვანი საქმიანობდა, რომელსაც დღეს ყველა პატივს სცემს. ისეთი ხალხი ლაპარაკობს, რომელიც მოსკოვიდან ოჯახს არჩენდა. ეს, ცოტა არ იყოს, უხერხულია, ეს არის ლაპარაკი ლაპარაკისთვის. შეიძლება ვიღაც ოკუპაციას აპროტესტებს და ჰგონია, მაგარი ტიპია, მაგრამ ჩემთვის ეს სასაცილოა.

“რუსეთში არც ერთი ქართველი ხელოვანი არ უნდა წავიდეს”

კახა გოგიძე, რეჟისორი: –
მე რუსეთთან ნებისმიერი ურთიერთობის კატეგორიული მოწინააღმდეგე ვარ. მნიშვნელობა­ არა აქვს, კულტურული იქნება, ეკონომი­კური თუ სხვა რამ. საუბედუროდ, მთელი ქართული ეკონომიკა რუსეთს მიაბეს და თუ რუსები­ გადაწყვეტენ, რომ საზღვარი ჩაკეტონ, უარესად გავღატაკდებით. ტური­ზმის მიბმაც არ შეიძლებოდა რუსეთზე. რატომ? – ერთ “მშვენიერ” დღეს პუტინი­ აუკრძალავს ტურისტებს აქ შემოსვლას და ჩვენი ეკონომიკა მაშინვე ჩამოიშლება. იმის გამო, რომ პროდუქცია რუსეთში ვეღარ გაიტანეს, გლეხობა გაღარიბდა. მოკლედ, რუსეთი თუ მოინდომებს, ყველაფერს იარაღად აქცევს. ისე გადაგვაჯიშეს, მარტო სახელები და გვარები გვაქვს­ ქართული. საქართველოშიც რუსულად მოაზროვნე თაობები გაზარდეს – დიახ, ეს ხალხი რუსეთშია გაზრდილი. ამიტომ, როცა ვამბობ, რომ რუსეთთან ურთიერთობის წინააღმდეგი ვარ, ისინი ბრაზდებიან, როცა ვამბობ, რომ შვილის მკვლელთან ურთიერთობის დალაგება შეუძლებელია, ეს ხალხი დამცინის. სწორედ ეს არის მონური აზროვნება, ეს არის “ჯაყოს ხიზნები!” ვიღაც რუსეთს რომ ახსენებს, დოსტოევსკი, ჩეხოვი და რუსი ქალები ახსენდება, მე – ოთხოზორია, ანწუხელიძე, ჩვენი ნაწამები ბიჭები და წართმეული ტერიტორიები… ქართველებს მათსავით რომ ეფიქრათ, ვერც ერთ ომს ვერ მოვიგებდით. ამიტომ მათთან ნებისმიერი ურთიერთობა უნდა შეწყდეს. ქართველი მონობას ვერ ეგუება და რუსეთში არც ერთი ქართველი ხელოვანი არ უნდა წავიდეს!

“ეს შეუმდგარი არარაობები “მიშმადიდებლები” არიან!”

ქეთი დოლიძე, რეჟისორი: – ამ ფესტივალში ყოველთვის მსოფლიო გრანდები მონაწილეობდნენ! რობიკოს შემოქმედების მეასედი რომ ჰქონდეს ვინმეს გაკეთებული, რაღა უჭირდათ! ესენი ხელმოცარული, შეუმდგარი ადამიანები არიან. ცოცხალი გენიოსი გვყავს­ და ვინ არიან ეს ჭიაღუები, რა აქვთ გაკეთებული ამ ქვეყნისთვის?
სწორედ ამ ურაპატრიოტიზმმა დაღუპა საქართველო­ 1988 წლიდან დღემდე! დამისახელეთ ერთი პოლიტიკურად გამართლებული ნაბიჯი ამ 30 წელიწადში­ და ორივე ხელს ავწევ. ერთი შეხედეთ ბალტიისპირეთის ქვეყნებს, ნახეთ, სად არიან და ჩვენ სად ვართ! გამოდის, ჩვენ ურაპატრიოტები ვყოფილვართ, ქელეხების და ქორწილების ხალხი. ისიც ვერ გაგვირკვევია, რომ არ შეიძლება ქორწილში შავი კაბით წასვლა. ამ დღეებში ქორწილში მოვხვდი და მარტო პატარძალს ეცვა თეთრი კაბა, სხვები შავებში იყვნენ. სულ უბედურება, გლოვა, წუწუნი და ვაი-ვიში… ზოგიერთ ქვეყანას ჩვენზე მეტად უჭირს, მაგრამ არ წუწუნებენ და ფარ-ხმალს არ ყრიან. მარტო რობიკო კი არა, ყველა უნდა წავიდეს და აჩვენოს, რომ ეს ქვეყანა ისევ არსებობს­. ეს შეუმდგარი არარაობები, “მიშმადიდებლები” არიან, რომლებიც დღემდე მიშას მისტირიან… რობიკოს მეათასედიც არ გაუკეთებია არც ერთს!
წყარო: kvirispalitra.ge





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net