Добавить новость
123ru.net
World News
Июль
2021

გიორგი გახარია „პრაიდზე“ - ყველა მოქალაქემ და სახელმწიფომ უნდა დაიცვას კონსტიტუცია

0
პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ამბობს, რომ გამოხატვის უფლება კონსტიტუციით გარანტირებულია და მისი დაცვა მოქალაქებთან ერთად სახელმწიფოს ვალდებულებაა.


ასე გამოეხმაურა გიორგი გახარია „თბილისი პრაიდის“ ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის გამართვას.




„საქართველოს ყველა მოქალაქემ და პირველ რიგში მთავრობამ უნდა დაიცვას კონსტიტუცია.მე როცა ჩემს გუნდთან ერთად ვიყავი შინაგან საქმეთა სამინისტროში. ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის,რომ ნებისმიერ პირობებში ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა , უსაფრთხოება და სიმშვიდე ამ ქვეყანაში დაგვეცვა. ეს არის უპირველესი ვალდებულება სახელმწიფოსი და სახელმწიფომ ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ისე რომ ქვეყანაში სიმშვიდე კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს“,- ეს კომენტარი გახარიამ გორში გააკეთა სადაც პარტიის ოფისი  გახსნა.




გიორგი გახარია შს-მინისტრი იყო 2019 წელს, როდესაც "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი ღონისძიება ჩაიშალა, ამის მიზეზი გახდა ის, რომ ლგბტქი თემის წარმომადგენლებმა და მათმა მხარდამჭერებმა ვერც ერთხელ მიიღეს დასტური სამართალდამცავი უწყებიდან პრაიდის მონაწილეთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფაზე.


2019 წლის 8 ივლისს, მარშის გამართვის დაანონსებულ ადგილზე, შს სამინისტროსთან, დილიდან შეიკრიბნენ ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები, სასულიერო პირები და მათი თანამოაზრეები.


მოგვიანებით მათ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გადაინაცვლეს და დაიკავეს ის ტერიტორია, სადაც 18 დღის განმავლობაში ანტისაოკუპაციო აქციები მიმდინარეობდა.




დემონსტრანტები მოითხოვდნენ ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმებას და რუსეთში მოქმედი გარყვნილების პროპაგანდის ამკრძალავი კანონის საქართველოში მიღებას.


სასულიერო პირები მოუწოდებნენ შსს-ს გაესუფთავებინა ტერიტორია "საშინელი ხალხისგან", რათა გადაეხადათ პარაკლისი.


წელს,  შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება, როგორ დაიცავს გამოხატვის თავისუფლებას, ამ დრომდე არ გაუკეთებია. არც ის არის ცნობილი, როგორ რეაგირებს  სახელმწიფო საჯაროდ გაკეთებულ ძალადობრივ მოწოდებებზე.




ჰომოფობიური და რადიკალი ჯგუფები არა მხოლოდ ლგბტქ აქტივისტების, დასავლური ღირებულებების, დიპლომატიური კორპუსის და საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ ილაშქრებენ და ინაწილებენ ადგილს რუსთაველის გამზირზე, საიდანაც ეფექტურად შეუშლიან ხელს ღირსების მარშის ჩატარებას.


"თბილისი პრაიდი" 1 ივლისიდან 5 ივლისის ჩათვლით გაიმართება - ღირსების მარში რუსთაველის გამზირზე 5 ივლისაა დაგეგმილი. 4 ივლისიდან რუსთაველის მეტროსთან გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები გაშლიან კარავს, 5 ივლისს, დილის 10 საათიდან “Alt ინფოს” მხარდამჭერები შეიკრიბებიან ქაშუეთის უკან, 9 აპრილის ბაღში, 12 საათზე კი ლევან ვასაძე აპირებს რუსთაველის ძეგლთან გამაგრებას. თუმცა, მისი ვიდეო მიმართვის თანახმად, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მოსკოვში იქნება.  მობილიზაციას აცხადებენ და მრევლს გარეთ გამოსვლისკენ მოუწოდებენ სასულიერო პირებიც.


 


 





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net