Добавить новость
123ru.net
World News
Декабрь
2020

აფხაზეთის „საზღვარი“ ახალი მავთულხლართებით „გაამაგრეს“

0
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის გავლება განაახლეს ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში, რომელიც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანს ესაზღვრება. ტერიტორიაზე, სადაც ახალი მავთულხლართები დაამონტაჟეს, ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტი მდებარეობს.


სოფელ ფახულანის მცხოვრებთა ინფორმაციით, „საზღვრის“ ამ მონაკვეთის ფარულად გადაკვეთა, თავის დროზე, შედარებით იოლად შეეძლოთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთ. რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მავთულხლართების ერთ რიგს მეორე დაამატეს.


„მანამდე ახლოს მისვლა შეიძლებოდა. ახლა გამოდის ორმაგი მავთულხლართი. გაავლეს პატარა მონაკვეთზე, შეიძლება იყოს 50-70 მეტრი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას წალენჯიხის მერის წარმომადგენელმა ფახულანში, ჯონი გოგოხიამ.


საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის(სუს) ინფორმაციით, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი 26 და 27 დეკემბერს მიმდინარეობდა. სუს-ის თანახმად, საოკუპაციო რეჟიმმა ახალი მავთულხლართების გარდა, სხვა კონსტრუქციებიც დაამონტაჟა. თბილისში ეს ფაქტი ისევ შეფასდა დესტრუქციულ ნაბიჯად, რომელიც მოსახლეობის თავისუფლად გადაადგილებას უფრო მეტ პრობლემას უქმნის და აუარესებს უსაფრთხოების გარემოს. ე.წ. ბორდერიზაციის შესახებ ინფორმირებულნი არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და საერთაშორისო პარტნიორები, - ვკითხულობთ სუს-ის განცხადებაში.




სამეგრელოს და აფხაზეთის რეგიონებს შორის მდებარე საოკუპაციო ხაზზე მოქალაქეთა მიმოსვლა უკვე 10 თვეა აკრძალულია. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ პანდემიის მოტივით, 14 მარტს ჩაკეტა როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სიახლოვეს მდებარე ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტი ენგურის ხიდზე, ასევე წალენჯიხის მუნიციპალიტეტთან არსებული ფახულანი-საბერიოს პუნქტი. დე ფაქტო მთავრობა გამონაკლისს უშვებს მხოლოდ მძიმე ავადმყოფებისთვის, რომლებიც სასწრაფო დახმარების ავტომანქანას აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში მიჰყავს. „მიმოსვლა შეწყვეტილია, მაგრამ თუ გადაუდებელი აუცილებლობაა, ატარებენ“, - გვეუბნება ჯონი გოგოხია.


ფახულანი-საბერიოს საოკუპაციო ხაზთან მავთულხლართები უკვე წლებია არსებობს, თუმცა, მეორე, პარალელური ხაზის გავლება ჯერ კიდევ 2020 წლის მაისში დაიწყეს. მაშინ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ადგილზე ხის ბოძები მიიტანეს და ტერიტორია მონიშნეს.


მაისში მავთულხლართების განახლების პროცესი მიმდინარეობდა ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევშიც, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩას ესაზღვრება. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ნაბაკევში ძველი, დაზიანებული ბოძები და მავთულხლართები ახლით შეცვალეს და მეორე ხაზი იქაც გაავლეს. ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებნი „საზღვარს“ მალულად აქაც კვეთდნენ.


ხურჩის მცხოვრები არველოდი შონია გვეუბნება, რომ ნაბაკევში, საბერიოსგან განსხვავებით, დამატებითი კონსტრუქციების აღმართვა არ მიმდინარეობს, რადგან სოფლებს შორის მავთულხლართები უკვე იმდენად მჭიდროდაა გაბმული, რომ როგორც ჩანს, დამატებით გამაგრება აღარ დასჭირდათ: „მანამდე აქ მავთულის ერთი ხაზი იყო, მერე მეორე გააკეთეს... შუაში კიდევ მავთულხლართები გაუკეთეს და ვერავინ ვერ გადმოვა“.




აფხაზეთის საოკუპაციო ხაზზე 2017 წლამდე არსებობდა ოთხი ე.წ. გამშვები პუნქტი - ენგურის ხიდი, ხურჩა-ნაბაკევი, ოტობაია-ორსანტია და საბერიო-ფახულანი. მათ ყოველდღიურად ასეულობით ადამიანი კვეთდა. 2017 წლიდან დე ფაქტო ხელისუფლებამ მოქალაქეთა გადაადგილების „უკეთ გაკონტროლების მიზნით“ მხოლოდ ორი „გამშვები პუნქტი“ დატოვა - ენგურის ხიდის და საბერიო-ფახულანის.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net