ცხინვალი აძლიერებს საახალწლო დღეებში დე ფაქტო საზღვრის დაცვას
„2021 წლის 11 იანვრის ჩათვლით სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის სასაზღვრო სამსახური აძლიერებს საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის დაცვას“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დე ფაქტო ხელისუფლებამ 27 თებერვლიდან დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ყველა პუნქტი ჩაკეტა.
