Добавить новость
123ru.net
World News
Декабрь
2020

საქართველოს პარლამენტში განიხილავენ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს

0
საქართველოს მომავალი, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტს დღეს განიხილავენ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში. დოკუმენტის თანახმად, ეკონომიკური პარამეტრები გაუარესებულია კორონავირუსის პანდემიის გამო.


საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ბიუჯეტის პროექტის ყველა მუხლს დეტალურად განიხილავენ, რადგან შეცვლილია ყველა ეკონომიკური პარამეტრი, მათ შორის მაკროეკონომიკური პარამეტრებიც, დეფიციტი 7.6%-ია, ხოლო მთავრობის ვალი აჭარბებს 60%-იან ზღვარს.


ეკონომიკური თავისუფლების შესახებ საქართველოს ორგანული კანონით, მთავრობის ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდება 60%-ს არ უნდა აღემატებოდეს.


2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად:


მოსალოდნელია მშპ-ის რეალური ზრდა 4.3%-ის ფარგლებში, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში საშუალოდ 5.5%-ის ფარგლებში შენარჩუნდება;


მშპ-ის დეფლატორი პროგნოზირებულია 3,8%-ის ფარგლებში, ხოლო შემდგომ წლებში 3%-ის ფარგლებში. რაც შეეხება ინფლაციის მაჩვენებელს, 2020 წლისათვის მოსალოდნელია 3.5%-ის ფარგლებში, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში პროგნოზირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიზნობრივი ინფლაციის ფარგლებში და შეადგენს 3,0%-ს;


2021 წლის ბოლოსათვის მთავრობის ვალი განისაზღვრება მშპ-ის 60.1%-ის ოდენობით;


რაც შეეხება სახელმწიფო ვალის ზღვრულ მოცულობას, 2021 წლის ბოლოსათვის იგი განისაზღვრება 33 680.1 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის, სახელმწიფო საგარეო ვალი – 27 734.2 მლნ ლარის ოდენობით, ხოლო სახელმწიფო საშინაო ვალი − 5 945.8 მლნ ლარის ოდენობით.


საქართველოს პარლამენტში უმრავლესობით წარმოდგენილი "ქართული ოცნება" 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრას 29 დეკემბერს, რიგგარეშე სესიის სხდომაზე გეგმავს.


მმართველი პარტია პარლამენტში მარტო საქმიანობს, რადგან ოპოზიციამ, რომელიც 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ხელახალ არჩევნებს მოითხოვს, პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა. 8 ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტიდან მეათე მოწვევის პარლამენტში 60 დეპუტატი აირჩიეს. 50-ზე მეტმა პარლამენტს უკვე მიმართა უფლებამოსილების შესაწყვეტად.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net