უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოსალაპარაკებლად და მშვიდობის მისაღწევად.
„რუსეთის მშვიდობისკენ იძულება მხოლოდ ძალით შეიძლება და პრეზიდენტ ტრამპს ეს ძალა აქვს“, - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში უკრაინის საკითხებში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელთან, კით კელოგთან შეხვედრის შემდეგ.
თეთრ სახლში დონალდ ტრამპთან შეხვედრამდე, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია CNN-მა გაავრცელა. Читать дальше...