რამდენიმე აფეთქება მოხდა უკრაინის ქალაქ სევასტოპოლში, რომელიც 2014 წლიდან რუსეთის მიერაა ანექსირებული. სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორმა, მიხაილ რაზვოჟაევმა გამთენიისას ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ „არასამოქალაქო ობიექტზე“ ხანძარია, რომელიც წინასწარი ინფორმაციით, გამოიწვია „მტრის" სარაკეტო შეტევამ. ე.წ. გუბერნატორი ირწმუნებოდა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემამ იმუშავა.
მოგვიანებით რაზვოჟაევმა გამოაქვეყნა კიდევ ერთი ცნობა, რომლის თანახმად, ხანძარია „სევმორზავოდის" (სევასტოპოლის საზღვაო ქარხანა) ტერიტორიაზე, სადაც 24 ადამიანი დაშავდა. Читать дальше...