მოსამართლემ გაამართლა ლავროვის შვილის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული 11 ადამიანი
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ არ გამოიყენა ჯარიმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის საქართველოში ჩამოსვლის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული არცერთი ადამიანის წინააღმდეგ. დღეს, 13 სექტემბერს, მოსამართლე იოსებ აბრამიძემ 20 მაისს "ყვარლის ტბის" მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული 14 ადამიანიდან მხოლოდ სამს მისცა სიტყვიერი შენიშვნა, დანარჩენი 11 - გაამართლა. ამ მოსამართლის აცილება მოითხოვა 25 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარიამ კერესელიძემ. პოლიცია ყველა... Читать дальше...
