ბულგარეთში იძიებენ გენერალური პროკურორის კორტეჟზე შესაძლო თავდასხმის ფაქტს
ბულგარეთის ხელისუფლებამ შექმნა ოპერატიული შტაბი შსს-სა და სპეცსამსახურების წარმომადგენლების მონაწილეობით, რათა გამოიძიოს ქვეყნის გენერალური პროკურორის, ივან გეშევის კორტეჟთან დაკავშირებული ინციდენტი. ბულგარეთის მედია იუწყება, რომ ორშაბათს დილით ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა ერთ-ერთი ავტომანქანის წინ. შსს-ს წარმომადგენლები ოფიციალურად არ ადასტურებენ და არც უარყოფენ აფეთქების ფაქტს, მომხდარს „ინციდენტს“ უწოდებენ და დეტალებს არ აკონკრეტებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, არავინ დაშავებულა. Читать дальше...
