ირანი Pfizer-ის ვაქცინის 150,000-ს დოზას მიიღებს ამერიკელი "ფილანთროპებისგან"
ირანის წითელი ჯვრის საზოგადოების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ქვეყანა სამ კვირაში მიიღებს Pfizer-ის და BioNTech-ის მიერ შემუშავებული, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პარტიას. "აშშ-ის ფილანთროპებთან შეთანხმების შედეგად შექმნილი მოლოდინით, ქვეყანაში შემოვა ვაქცინის 150,000 დოზა" - ამბობს წითელი ჯვრის საზოგადოების დირექტორი, კარიმ ჰემათი ნახევრადოფიციალურ სააგენტო "ტასნიმთან" საუბარში 28 დეკემბერს. ის დასძენს, რომ ვაქცინები დარიგდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების თანახმად. Читать дальше...
