11 105 დაინფიცირებული - ჩეხეთში კორონავირუსის ახალი ანტირეკორდი დაფიქსირდა
ჩეხეთის ხელისუფლების ცნობით, კორონავირუსის გავრცელებამ ახალ პიკს მიაღწია. ქვეყანაში განვლილი დღე-ღამის განმავლობაში 11 105 დაინფიცირების ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის პანდემიის განმავლობაში დაინფიცრდა 160 112 კაცი, დღეისათვის აქტიურია 92 736 შემთხვევა. საშიში ვირუსის შედეგად გარდაიცვალა 1283 პაციენტი. ჩეხეთის ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე, ჩეხეთის მთავრობამ გასულ კვირაში გაამკაცრა საკარანტინო ზომები. 12 ოქტომბრიდან დაიხურა ყველა სპორტდარბაზი, კინოთეატრი, მუზეუმი და გალერეა. Читать дальше...
