აეროპორტების გაერთიანება: თვითმფრინავის სალონში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის თამარ არჩუაძის განცხადებით, აეროპორტებსა და თვითმფრინავის სალონში მგზავრებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო იქნება. მისივე თქმით, ამჟამად აეროპორტებში მიმდინარეობს შესაბამისი მონიშვნების დაკვრა, რათა მგზავრებმა დისტანციის დაცვა შეძლონ. „თბილისის აეროპორტი უკვე პრაქტიკულად მზად არის. ქუთაისის აეროპორტი და „აეროპორტების გაერთიანებაში“ შემავალი სხვა დანარჩენი აეროპორტები ვემზადებით 1 ივლისისთვის. ყველა აეროპორტში ამჟამად მიმდინარეობს სტიკეტების დაკვრა... Читать дальше...
