კრიტიკულად მძიმეა მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი მამაკაცის მდგომარეობა
კრიტიკულად მძიმეა 25 წლამდე მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც ცოტა ხნის წინ ნაძალადევის რაიონში მრავალსართულიანი კორპუსის მე-8 სართულიდან გადმოვარდა. პირველი სამედიცინო ცენტრის ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის, ხათუნა ხუფენიას განცხადებით, ამ ეტაპისთვის პაციენტის სასიცოცხლო ფუნქციების სტაბილიზაციის პროცესი მიმდინარეობს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება ქირურგიული ჩარევა. „პაციენტი კლინიკაში მოყვანილია ფორსმაჟორულ სიტუაციაში, სიმაღლიდან ვარდნის გამო, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მიერ კომატოზურ მდგომარეობაში, იყო ტრამვულ-ჰემორაგიული შოკი. Читать дальше...
