საქართველოს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატი გოჩა ჯეირანაშვილი ამბობს, რომ იმის შესაფასებლად, რამდენად დამოუკიდებელი იყო სასამართლო 2004- 2012 წლებში, უნდა ვნახოთ, როგორ ასრულებდა იგი თავის ერთ-ერთ ძირითად, ხელისუფლების თვითნებობისგან შებოჭვის ფუნქციას:
„რამდენად ეფექტურად ახორციელებდა მოქმედი სასამართლო ხელისუფლების შებოჭვის ამ უმნიშვნელოვანეს ფუნქციას? დღეს, არსებობს სასამართლოში შემოსული უამრავი საქმე, სადაც დადგენილია გარკვეული გარემოებები, რომლებიც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავაუქმოთ ძველი განაჩენები. Читать дальше...