სამოქალაქო აქტივისტი, ანა სუბელიანი, რომელიც დღეს კინოთეატრ „ამირანთან“ დაშავდა, ამბობს, რომ მას ღრმა ჭრილობა აქვს და ექიმებმა 7 ნაკერი დაადეს. ის მოითხოვს, რომ მის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში ბრალდებულმა და ასევე მოქალაქეების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა ორგანომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პასუხი სამართლებრივად აგოს.
“მოვთხოვ პასუხს შსს-ს, რომელმაც მე უდანაშაულო მოქალაქე არ დამიცვა,“ - თქვა ანა სუბელიანმა კლინიკის დატოვებისას და აღნიშნა, რომ ღრმა ჭრილობის გარდა, კვლევებმა დაადასტურა რომ სხვა სერიოზული დაზიანება არ აქვს. Читать дальше...