რუმინეთში მყოფმა რომის პაპმა ფრანცისკემ მაღალი შეფასება მისცა სამშობლოდან ემიგრირებულ იმ მილიონამდე რუმინელ მოქალაქეს, რომლებიც იძულებული გახდნენ სამუშაოდ წასულიყვნენ საზღვარგარეთ ქვეყანაში მძვინვარე უმუშევრობის, სიღარიბისა და დაუსრულებელი კორუფციული სკანდალების გამო.
„მე პატივს მივაგებ მსხვერპლს, რომელიც გაიღო რუმინეთის უამრავმა ძემ და ასულმა, რომლებმაც გაამდიდრეს ის ქვეყნები, სადაც ემიგრაციაში წავიდნენ, ხოლო მძიმე შრომის ნაყოფით ეხმარებიან შინ დარჩენილ თავიანთ ოჯახებს“, - განაცხადა ფრანცისკემ... Читать дальше...