ნათია კაციტაძე რუსეთის წინააღმდეგ საჩივრის მოთხოვნაზე
1 მარტს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნათია კაციტაძე, "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" აღმასრულებელი დირექტორი. მან ილაპარაკა არასამთავრობო ორგანიზაციების საქართველოს ხელისუფლებისადმი მიმართვაზე, რომლითაც ისინი მოითხოვენ რუსეთის წინააღმდეგ ევროსასამართლოში საჩივრის შეტანას. 28 თებერვლის განცხადებაში ვკითხულობთ:"ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით ადამიანის უფლებათა დარღვევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება იმ სახელმწიფოს, რომელიც ეფექტურ კონტროლს ახორციელებს ტერიტორიაზე. ევროპული... Читать дальше...