Добавить новость
123ru.net
World News
Январь
2019

გიორგი მიქაუტაძე: კონკრეტული მოსამართლების დევნის ფორმით გამოხატავენ პროტესტს

0
კონკრეტული მოსამართლეების და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიმართ მიზანმიმართული დევნა ხორციელდება იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კონსტიტუციის და„საერთო სასამართლოების შესახებ“  ორგანული კანონის  სრული დაცვით მიიღო, - განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებთან საუბარში, ის ასე გამოეხმაურა სამოქალაქო სექტორის დღევანდელ აქციას, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობასთან გაიმართა.


გიორგი მიქაუტაძის განმარტებით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნ მოსამართლეთა 10- კაციანი სია პარლამენტს, კანონის სრული დაცვით წარუდგინა, ამ სიის მოწინააღმდეგე პირების მხრიდან კი იკვეთება, რომ პირადი ინტერესები ამოძრავებთ.


„კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ჩვენს ოპონენტებს ამოძრავებთ ნამდვილად პირადი ინტერესი და კონკრეტული პირების მიმართ არსებული პირადი ინტერესები. ნათლად დავინახეთ ის, რომ არანაირ კრიტერიუმებზე და რეგულაციებზე აქ საუბარი არ არის და ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ გამოგონილი სიცრუე, როგორც ჩვენ ამას ვამბობდით, არანაირ კრიტერიუმზე და რეგულაციებზე საუბარი არავის არ სურს. ხორციელდება მიზანმიმართული დევნა კონკრეტული მოსამართლეების და იუსტიციის უმაღლსი საბჭოს წევრების მიმართ იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო საქართველოს კონსტიტუციის და ორგანული კანონის საერთო სასამართლოების შესახებ სრული დაცვით. შეგახსენებთ, რომ ეს არის ე.წ. შუალედური გადაწყვეტილება წარდგენის შეხახებ, რომელზეც უნდა იმსჯელოს პარლამენტმა და ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული ახალი კონსტიტუციის და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად", - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.


მისივე სიტვებით არასამთავრობო ორგანიზაციებს სურთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესზე გავლენის მოხდება.


„მათი ინტერესია გავლენა ჰქონდეთ იმ პროცესზე,რაც არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენა. კონკრეტული კანდიდატურების შერჩევისას მათი მხრიდან იყოს ჩარევა ამ თუ იმ ფორმით, იყოს სავალდებულო წესით გასათვალისწინებელი რჩევები, რომელსაც მისცემს კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაცია იუსტიციის საბჭოს ამ თუ იმ კანდიდატთან დაკავშირებით. თუ კანდიდატურები იქნებიან არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ისე,როგორც ეს აქამდე ხდებოდა უზენაეს სასამართლოში წარსადგენ კანდიდატთან დაკავშირებით, მაშინ ყველა კმაყოფილი იქნება. ხოლო, თუ იუსტიციის საბჭო და საერთო სასამართლოების სისტემა დამოუკიდებლად წარადგენს ამ კანდიდატურებს და ყველანაირი გარე ძალების გარეშე ხორციელდება ეს პროცესი, ეს რა თქმა უნდა, მათ უკამყოფილებას გამოიწვევს. პიროვნული დევნის, კონკრეტული მოსამართლების დევნის ფორმით გამოხატავენ მათ პროტესტს.


ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ თანახმა ვართ, ყველა კრიტერიუმი და რეგულაცია, რომელსაც შემოგვთავაზებს პარლამენტი და თუ ასეთი იქნება კანონის მიხედვით გაწერილი, დავუქვემდებაროთ ყველა კანდიდატს, რომელიც უზენაესი სასამართლოს წევრობაზე იქნება დასახელებული“, - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობასთან სასამართლო სისტემაში ბოლო ხანს განვითარებული მოვლენების გამო, სამოქალაქო სექტორის მნიშვნელოვანი ნაწილის საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორებმა ხელს მოაწერეს მანიფესტს, მართლმსაჯულების გადასარჩენად.


აქციის ორგანიზატორების მოთხოვნაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრების გადადგომა, რომლებმაც ხმა მისცეს და კენჭი უყარეს მოსამართლეთა იმ სიას, რომელიც პარლამენტმა უვადოდ უნდა დანიშნოს, ასევე უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესის შეჩერებასანამ საბჭოს შემადგენლობა არ შეიცვლება და ის წევრები, რომლებმაც ხმა მისცეს კანდიდატებს არ დატოვებენ თანამდებობებს.


 





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net