ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის დაპირისპირების მიზეზი ამჯერად ევა გოცირიძის კანდიდატურა გახდა
იუსტიციის საბჭოს წევრმა ევა გოცირიძემ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად ხელისუფლების სრული მხარდაჭერა, თუმცა სამოქალაქო საზოგადოებისა და სახალხო დამცველი ხისტი კრიტიკა დაიმსახურა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ იუსტიციის საბჭოში მურუსიძის პოზიციის დაცვის გამო ხელისუფლებამ ევა გოცირიძეს შესრულებული დავალება დაუფასა.
მესამე სექტორში არ გამორიცხავენ, რომ ევა გოცირიძე გამსვლელ სამ კანდიდატს შორისაც მოხვდეს. ასეთ შემთხვევაში კი არასამთავრობოების წარმომადგენლები პროტესტის უკიდურეს ფორმებზე საუბრობენ.
სხვა კანდიდატებს შორისაა უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატი ანა დოლიძე, გიორგი ბადაშვილი, ნანა მჭედლიძე და იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე.
ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში წარსადგენ კანდიდატებს შორის არ აღმოჩნდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარე. გიორგი პაპუაშვილი პროცესს პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებს და იუსტიციის მინისტრს ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს, თუმცა მისი ბრალდებები იუსტიციის მინისტრისთვის გაუგებარია.
ქართველი მოსამართლე ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში 10 წლის ვადით იმუშავებს.
ავტორი: ანა წერეთელი.