"იმედია ამ ლაჩრული მკვლელობის მცდელობის ჩამდენი დასჯილი იქნება," - ირაკლი ალასანია პეტრიაშვილის დაჭრაზე საუბრობს
თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია მისი თანაგუნდელის ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტს ეხმაურება. მისი თქმით, მას იმედი აქვს, რომ ქვეყნის სამართალდამცავი სტრუქტურები სერიოზულობით მოეკიდებიან ამ საქმეს.
“თავზარდამცემი იყო ეს ინფორმაცია, როდესაც დღისით მზისით ერთ-ერთ პოლიტიკურ ლიდერს ასეთი ლაჩრული ჩასაფრებით მეგობრის საფლავზე, პრაქტიკულად მკვლელობისთვის იმეტებენ ეს არის საგანგებო, საგანგაშო ფაქტი და მე იმედი მაქვს, რომ ქვეყნის სამართალდამცავი სტრუქტურები სერიოზულობით მოეკიდებიან ამ საქმეს, გამოძიება სწრაფად წავა და ამ ლაჩრული მკვლელობის მცდელობის ჩამდენი დასჯილი იქნება. ჯერ მე ვერანაირ დასკვნებს ვერ გავაკეთებ აქედან გამომდინარე ველოდებით ფაქტების დადგენას“- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.