"ადამიანის უფლებებს ეთნიკურობა არ აქვს,"-თამარ ხიდაშელი ჩიორა თაქთაქიშვილს პასუხობს
დეპუტატი თამარ ხიდაშელი ნაციონალური მოძრაობის წევრის ჩიორა თაქთაქიშვილის ბრალდებებს პასუხობს და აცხადებს, რომ საქართველოს წინააღმდეგ საჩივრის მომზადების დროს ის ეთნიკურად ოსი თანამოქალაქეების ინტერესებს იცავდა და ეს იყო ერთეული შემთხვევები.
„ეს საქმე აგვისტოს ომს შეეხება. ჩვენი მთავრი მოტივაცია ის იყო, რომ ადამიანის უფლებებს ეთნიკურობა არ აქვს. შევისწავლეთ ჩვენს პარტინიორ ორგანიზაციასთან ერთად-ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი. წარმოჩენა იმისა, რომ ვიღაც მოღალატეა იმიტომ, რომ შესაძლებელია ეთნიკურად არაქართველის განცხადება ჰქონდეს გაგზავნილი საქართველოს წინააღმდეგ, ეს არის აბსოლუტურად მცდარი მოსაზრება რადგან საია-მ თავის დროზე აგვისტოს ომზე უზარმაზარი სამუშაო გასწია, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ არაერთი საჩივარი გავაგზავნეთ, მაგრამ საქართველოს წინააღმდეგ 3 საჩივარი იყო, რომელიც შეეხებოდა ჩვენი ოსი თანამოქალაქეების ინტერესებს,“-თამარ ხიდაშელი.
შეგახსენებთ, რომ ჩიორა თაქთაქიშვილმა სპეცილური ბრიფინგი გამართა, რომელზეც განაცხადა, რომ თამარ ხიდაშელის საია-ში მოღვაწეობის პერიოდში მისი მონაწილეობით საქართველოს წინააღმდეგ არაერთი სარჩელია მომზადებული.