"ქვეყანაში არის უმძიმესი კრიმინოგენული ვითარება" - დავით ბაქრაძე პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტს ეხმაურება
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტს ეხმაურება. მისი თქმით, "როდესაც დღის 12:00 საათზე თბილისში სასაფლაოზე ხდება ადამიანის დაცხრილვა ეს არის უმძიმესი ფაქტი."
“რაც არ უნდა იდგეს ამ კონკრეტული ფაქტის უკან ფაქტი არის ერთი-ქვეყანაში არის უმძიმესი კრიმინოგენული ვითარება. დღე არ გადის რომ არ მოხდეს ძალიან მძიმე დანაშაული და ეს არის პირდაპირი შედეგი ამ ხელისუფლების პოლიტიკის,“ - განაცხადა ბაქრაძემ.
ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარის თქმით კი ყველა დამნაშავე უდნა იქნას პასუხისგებაში მიცემული.
“მოტივებთან დაკავშირებით განცხადებებს არ ვაკეთებ, უმთავრესი რაც არის ახლა შინაგან საქმეთა ორგანოებმა რაც შეიძლება ცხელ კვალზე აღნიშნულ დანაშაულთან დაკავშირებით სწრაფი გამოძიება უნდა ჩაატარონ და აბსოლუტურად ყველა დამნაშავე უდნა იქნას პასუხისგებაში მიცემული. ცხადზე ცხადია, რომ დღისით მზისით საჯარო ადგილას ხდება თავდასხმა ჩვენს თანაგუნდელზე რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი,“ - განაცხადა ჩიქოვანმა.
ავტორი: ბექა მჭედლიშვილი