ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვივაჭრებთ - „ოცნება“ „აგენტების კანონის“ სანაცვლოდ MEGOBARI Act-ზე
„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება დამოკიდებულია აშშ-ის „სწორ ქმედებებზე“. ასე გამოეხმაურა მმართველი პარტია გამოცემა POLITICO-ს გავრცელებულ ცნობას, რომლის მიხედვითაც, ვაშინგტონმა შესაძლოა, საქართველოს გამოუყოს დახმარების მსხვილი პაკეტი ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროში, თუკი საქართველოს მთავრობა შეწყვეტს მზარდად ანტიდასავლურ რიტორიკას და უკუსვლას ადამიანის უფლებების კუთხით.