Добавить новость
123ru.net
Radiotavisupleba.ge
Октябрь
2023

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 10%-ზე დატოვა

0
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 10%-ზე დატოვა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი, რომლის ეტაპობრივი შემცირებაც წელს დაიწყო, ამჯერად 10%-ზე დატოვა.

გადაწყვეტილება 25 ოქტომბერს გამოაცხადა ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა. კომიტეტის განმარტებით, ეროვნული ბანკი ინფლაციის დაბალ დონეზე შენარჩუნებაზე კონცენტრირებული რჩება და „მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს“.

რეფინანსირების განაკვეთი - იგივე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი - არის საპროცენტო განაკვეთი, რომელსაც ცენტრალური ბანკი აწესებს კომერციული ბანკებისთვის გაცემულ სესხზე. ის არის კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ბანკისგან ასაღები სესხის ფასი.

რეფინანსირების განაკვეთის ცვლილება საბაზრო საპროცენტო განაკვეთებს გადაეცემა. როდესაც რეფინანსირების განაკვეთი იცვლება, იცვლება კომერციულ ბანკებში ლარში სესხებზე საპროცენტო განაკვეთიც.

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი დაკავშირებულია ინფლაციასთან, ანუ სამომხმარებლო ფასების ზრდასთან: თუკი ინფლაციის დონე მაღალია, ჩვეულებრივ, ცენტრალური ბანკი რეფინანსირების განაკვეთს ზრდის ან მაღალ ნიშნულზე ინარჩუნებს, და პირიქით.

პოსტპანდემიური პერიოდიდან, 2022 წლის 30 მარტიდან, საქართველოში ისტორიულად ყველაზე მკაცრი რეფინანსირების განაკვეთი იყო ძალაში - 11%. ეროვნული ბანკის თანახმად, ამ ზომის მიღება საჭირო გახდა რამდენიმე თვის განმავლობაში შენარჩუნებულ ორნიშნა ინფლაციასთან გასამკლავებლად.

2023 წლის 10 მაისიდან კი ეროვნულმა ბანკმა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ეტაპობრივი ცვლილება - შემსუბუქება დაიწყო.

10 მაისს განაკვეთი 10.5%-მდე შეამცირა;

21 ივნისს კვლავ 10.5% დატოვა;

2 აგვისტოს 10.25%-მდე შეამცირა;

13 სექტემბერს 10%-მდე შეამცირა;

25 ოქტომბერს 10%-ზე დატოვა.

სების განმარტებით, ქვეყანაში ამჟამად ინფლაცია კვლავ დაბალია და მიზნობრივ 3-პროცენტიან მაჩვენებელზე ქვემოთ ნარჩუნდება:

სექტემბერში მთლიანი ინფლაცია 0.7%-ს შეადგენდა;

საბაზო ინფლაცია - 2.5%-ს.

ეროვნული ბანკის თანახმად, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, პანდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომიდან მომდინარე ფასებზე ზეწოლის შესუსტება განაპირობებს. მეორე მხრივ, ინფლაციის კლებას ხელს უწყობს მკაცრი მონეტარული პოლიტიკა.

სების პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია 2023 წლის ბოლომდე მიზნობრივ 3 პროცენტზე დაბალ დონეზე შენარჩუნდება, ხოლო 2024 წელს მის ირგვლივ დასტაბილურდება.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებები ინფლაციაზე ეფექტს რამდენიმე კვარტლის შემდეგ იძლევა. განაკვეთის უფრო მკვეთრი შემცირება ზრდის რისკებს, რომ საარჩევნო პერიოდს ქვეყანა გაზრდილი ინფლაციით შეხვდეს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას აგვისტოში გაკეთებული განმარტების თანახმად, წლის ბოლომდე სების გეგმაა, რომ რეფინანსირების განაკვეთი 9.5%-მდე შემცირდეს.

აგვისტოში გამოქვეყნებულ „მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში“ ეროვნული ბანკი 7%-იან სამიზნეს აწესებს და წერს: „მოსალოდნელია, რომ მკაცრი პოლიტიკიდან გამოსვლა ეტაპობრივ ხასიათს შეინარჩუნებს და განაკვეთი მის ნეიტრალურ დონეს (არსებული შეფასებით, 7%-ს) რისკების შემცირების პარალელურად დაუბრუნდება“.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 20 დეკემბერსაა დანიშნული.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин: Новая поликлиника в Филимонковском районе откроется в этом году


Спорт в России и мире
Москва

Mos.ru: движение на ряде улиц в центре Москвы закроют из-за велогонки La Strada


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Уимблдон

Елена Рыбакина и Юлия Путинцева узнали соперниц на старте Уимблдона-2024


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Многие краснодарцы к 25 годам имеют несколько высших образований, семью и бизнес





Путин в России и мире
Москва

Песков рассказал, где будут жить собаки, подаренные Путину Ким Чен Ыном


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко обратился к лидеру Туркменистана




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Нариман Джелял переехал из сибирской тюрьмы в Киев


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Джордж Гершвин

В амфитеатре Никосии прозвучала музыка Шостаковича и Гершвина



Москва

Нужна деликатность: депутат Хамзаев высказался об инициативе запрета на ношение никаба

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net