123ru.net
Radiotavisupleba.ge
Октябрь
2023

„ჰამასმა“ შესაძლოა უახლოეს საათებში 50-მდე მძევალი გაათავისუფლოს

0
რადიკალურმა დაჯგუფება „ჰამასმა“ შესაძლოა დღეს გაათავისუფლოს 50-მდე მძევალი, რომლებიც ღაზის სექტორში ჰყავს დაკავებული. საუბარია იმათზე, ვინც არ არის ისრაელის მოქალაქე, და ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებზე, იუწყება ისრაელის არხი i24News. ჟურნალისტების თქმით, მოლაპარაკებები კატარის შუამავლობით მიმდინარეობს და წითელი ჯვრის მანქანები უკვე გაემგზავრნენ ღაზის სექტორისა და ეგვიპტის საზღვრებისკენ, სადაც, სავარაუდოდ, მოხდება გატაცებულთა გადაცემა.


 


ორშაბათს საღამოს „ჰამასმა“ გამოაცხადა, რომ მან უკვე გაათავისუფლა ორი მოხუცი ისრაელელი და ისინი ეგვიპტის საზღვართან წაიყვანა. როგორც იტყობინებიან, ესენი არიან ნურიტ კუპერი და იოხევედ ლივშიცი. გავრცელებული ინფორმაციით, მათი გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები ეგვიპტის შუამავლობით მიმდინარეობდა.


 


ორშაბათს ნაშუადღევს ისრაელმა შეაჩერა ღაზის სექტორის დაბომბვა, შესაძლოა პატიმრების უსაფრთხო გადაცემისთვის. Haaretz-ის ცნობით, ჰამასის მიერ მძევლების ნაწილის გათავისუფლების ერთ-ერთი პირობა შესაძლოა ღაზაში საწვავის მიწოდების განახლება იყოს.


 


საერთო ჯამში, ბოლო მონაცემებით, „ჰამასს“ 222 მძევალი ჰყავს. მათ შორის 9 თვიდან 16 წლამდე ასაკის 30-მდე ბავშვია. 20 ოქტომბერს ჰამასმა გაათავისუფლა ორი მძევალი - დედა და ქალიშვილი, რომლებსაც აშშ-ის მოქალაქეობა აქვთ.


 


ორშაბათს დღის პირველ ნახევარში ისრაელის თავდაცვის ძალები და „ჰამასის“ მებრძოლები აგრძელებდნენ ერთმანეთის ტერიტორიების დაბომბვას. ღაზიდან სარაკეტო თავდასხმები განხორციელდა ისრაელის ცენტრსა და სამხრეთში მდებარე დასახლებულ პუნქტებზე. ისრაელის არმია ცეცხლს უშენს პალესტინელი მებრძოლების ინფრასტრუქტურას.


 


„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება მშვიდობიან მოსახლეობაში მოკლულთა და დაშავებულთა შესახებ: უწყების თანახმად, 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელზე ჰამასის თავდასხმისა და ღაზის სექტორში ისრაელის არმიის საპასუხო დარტყმების დაწყების შემდეგ 5087 ადამიანი დაიღუპა და 14000-ზე მეტი დაიჭრა. 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელში 1400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.


 


ღაზის სექტორში ჰუმანიტარული მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ეგვიპტემ დაუშვა ჰუმანიტარული კოლონების გავლა რაფაჰის საგუშაგოზე. ორშაბათს წყლითა და საკვებით დატვირთული მესამე კოლონა ჩავიდა სექტორის სამხრეთში. თუმცა, სექტორი კვლავ განიცდის საკვების, წყლისა და საწვავის მწვავე დეფიციტს. მანამდე ეგვიპტემ და იორდანიამ განაცხადეს, რომ არ მიიღებენ ღაზის სექტორიდან ლტოლვილებს.


 


მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მებრძოლები შევიდნენ სამხრეთ ისრაელში და სასტიკად მოკლეს ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, ქვეყნის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ომს უცხადებს „ჰამასს“ და მალე დაიწყებს სახმელეთო ოპერაციას ღაზის სექტორში მებრძოლთა განადგურებისა და მძევლების გასათავისუფლებლად. სამოქალაქო პირებს ურჩიეს ევაკუაცია სამხრეთით, ეგვიპტის საზღვრისკენ.


 


მსოფლიო საზოგადოება ამ საკითხში გაყოფილია. შეერთებული შტატები და ევროკავშირი მოუწოდებენ ისრაელს, გადადოს სახმელეთო ოპერაციის დაწყება, სანამ გადაწყდება სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხი. თავის მხრივ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბარბოკმა ისრაელის ხელისუფლებას მოუწოდა, რაც შეიძლება უფრო შემჭიდროებულ ვადებში დაიწყოს სახმელეთო ოპერაციები.





Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин: МЦД продлят до Калужской, Смоленской, Тульской и Ярославской областей


Спорт в России и мире
Москва

Подведены итоги конкурса «Мы верим твердо в героев спорта»


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Елена Веснина

«Теннисистки заслуживают зарабатывать на равных с мужчинами». Веснина выступила за соразмерные призовые


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

В царстве растений. Самая большая коллекция магнолий в России собрана в Гагаринском районе





Путин в России и мире
Москва

Политический директор премьера Венгрии: наша страна сдалась бы в случае


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Александр Лукашенко анонсировал название для 2025 года и всей пятилетки, у студентов было другое предложение




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Елена Волкова

В Москве ежегодно состоялся юбилейный, всероссийский, патриотический гала-концерт «Проза и поэзия» «Россия - семья семей»



Москва

Рекламное агентство внука Пугачевой Дени три года работает в убыток

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net