Добавить новость
123ru.net
Radiotavisupleba.ge
Сентябрь
2023

კადიროვმა შეაქო თავისი შვილი, რომელმაც ყურანის დაწვაში ეჭვმიტანილ ნიკიტა ჟურაველს კაბინეტში სცემა

0
კადიროვმა შეაქო თავისი შვილი, რომელმაც ყურანის დაწვაში ეჭვმიტანილ ნიკიტა ჟურაველს კაბინეტში სცემა

ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა ტელეგრამის არხზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ასახულია, თუ როგორ სცემს მისი ვაჟი, ადამი, ვოლგოგრადელ ნიკიტა ჟურაველს, რომელიც ყურანის დაწვაშია ეჭვმიტანილი. პოლიტიკოსმა თქვა, რომ ამაყობს თავისი შვილის საქციელით.

შვიდწამიან ვიდეოში ადამ კადიროვი უამრავ დარტყმას აყენებს  ნიკიტა ჟურაველს წელს ზემოთ და თავის არეში.

„სცემა და სწორად მოიქცა", - დაწერა კადიროვმა და დასძინა, რომ ის "ამაყობს ადამის საქციელით".

მაისში 19 წლის ნიკიტა ჟურაველმა ვოლგოგრადის საკათედრო მეჩეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ყურანი დაწვა და ამის ვიდეო გადაიღო. ეს ვიდეო მოგვიანებით ტელეგრამის ერთ-ერთ არხზე გამოქვეყნდა.

ჟურაველი დააკავეს და შემდეგ გაავრცელეს "აღიარება", რომ ყურანის დაწვისას მოქმედებდა უკრაინის სპეცსამსახურების მითითებით, 10 ათასი რუბლის საფასურად.

26 მაისს ნიკიტა ჟურაველი ჩაიყვანეს გროზნოში, ამ საქმეზე სასამართლო გამოძიების ჩასატარებლად და სწორედ გროზნოს წინასწარი დაკავების იზოლატორში სცემა მას ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის 15 წლის ვაჟმა. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობს ჟურაველი.

სკანდალი მივიდა რუსეთის ომბუდსმენ ტატიანა მოსკალკოვას ყურამდე, რომელმაც ამ ფაქტის გადამოწმება ჩეჩნეთის ადამიანის უფლებათა კომისარ მანსურ სოლტაევს დაავალა.

რამზან კადიროვის უმცორის ვაჟი ადამი 15 წლისა. მას და მის ორ უფროს ძმას, 17 წლის ახმატსა და 16 წლის ზელიმხანს (იგივე ელის), ჩეჩნეთის მთავარი სახელმწიფო სატელევიზიო არხი რეგულარულად აჩვენებს სხვადასხვა ოფიციალურ ღონისძიებაში მამასთან ერთად მონაწილეობის დროს.

2022 წლის ოქტომბერში, როდესაც მხოლოდ 14 წლისა იყო, ადამი უფროს ძმებთან ერთად უკრაინის დონეცკის რაიონში იმყოფებოდა. სოციალურ ქსელში იმხანად გავრცელებულ ვიდეოზე ჩანდა სანგარში მყოფი სამი ბიჭი, რომლებიც ავტომატური შაშხანიდან და ყუმბარსატყორცნიდან ისვრიან.

მოგვიანებით კადიროვმა ტელეგრამის საშუალებით გაავრცელა ცნობა, თითქოს მისი ყველა შვილი ფრონტის ხაზიდან ტყვე უკრაინელი ჯარისკაცით დაბრუნდა.

დონეცკში ყოფნიდან ერთი წლის თავზე, ჩეჩნეთის ქალაქ ახმატ-იურტიში გაიმართა ადამის „სრულწლოვნად გახდომის ცერემონია“. როგორც რამზან კადიროვმა განაცხადა, 15 წლის ყმაწვილს ჩეჩნური ტრადიციის თანახმად გადასცეს ფაფახი და ხანჯალი, რაც ნიშნავს, რომ ამ მომენტიდან მან უმწიკვლოდ უნდა დაიცვას ღირსების კოდექსი (ჩეჩნურად „კონახი“ - ნიშნავს „ღირსეულ ადამიანს“). ეს ნიშნავს, რომ მან ხელში უნდა აიღოს „ხანჯალი რელიგიის, ღირსებისა და მშობლიური მიწის დასაცავად“.

2013 წელს ჩეჩენმა რელიგიურმა მოღვაწეებმა მაშინ 6 წლის ადამს „რუსეთის ყველაზე ახალგაზრდა ჰაფიზის“ წოდება მიანიჭეს. „ჰაფიზად“ იწოდებიან ის ადამიანები, რომლებმაც მუსლიმთა წმინდა წიგნი ზეპირად ისწავლეს. ეს არის ისეთი მიღწევა, რომლისთვისაც მოზრდილ ადამიანსაც კი მრავალი წელი სჭირდება.

ჩეჩნეთის მეთაურის ვაჟები, ასევე მისი ქალიშვილები და „ოჯახის სხვა წევრები“ სამხედრო მომზადებას გადიან, - ამის შესახებ რესპუბლიკის პრესისა და ინფორმაციის მინისტრმა ახმედ დუდაევმა ივნისში განაცხადა.

მანამდე უფლებადამცველებმა კადიროვის შვილების გამოყენებას ომის პროპაგანდაში უწოდეს „შოუს ნაწილი“, რომელიც მიზნად ისახავს აგიტაციის გაწევას, რათა რეგიონის მცხოვრებლები „მოხალისეთა“ რიგებში გაწევრიანდნენ.

ამ წლის დასაწყისიდან, მედიით პერიოდულად ვრცელდება ვერსია, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მომხრე, 46 წლის რამზან კადიროვი, მძიმედ ავადაა და შესაძლოა, კიბო ჰქონდეს.

კადიროვის ჯანმრთელობის სერიოზული გაუარესების ერთ-ერთ არაპირდაპირ მტკიცებულებად მიიჩნევა მედიაში პოლიტიკოსის შვილების გააქტიურებული პიარიც.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин назвал победителей профессионального конкурса среди водителей автобусов


Спорт в России и мире
Москва

Певец Крид заявил, что бывшие сделали его сильнее


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Евгений Кафельников

Жертва абьюза? В сети разнесли бросившую свою дочку Алесю Кафельникову


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Многие краснодарцы к 25 годам имеют несколько высших образований, семью и бизнес





Путин в России и мире
Москва

Песков рассказал, где будут жить собаки, подаренные Путину Ким Чен Ыном


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко обратился к лидеру Туркменистана




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Нариман Джелял переехал из сибирской тюрьмы в Киев


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Надежда Бабкина

Всероссийский фестиваль под художественным руководством Надежды Бабкиной пройдет в Псковской области



Москва

"КТО ВЕРБОВАЛ ВАЗ?" Сенсация про дела журналистов Голунова, Сафронова, Зеленского.

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net