Добавить новость
123ru.net
Radiotavisupleba.ge
Август
2023

ცხედრები ექსპერტიზამდე არსად ჩანს - ხარვეზები შოვის სტიქიის საგამოძიებო მასალებში

0
ცხედრები ექსპერტიზამდე არსად ჩანს - ხარვეზები შოვის სტიქიის საგამოძიებო მასალებში

3 აგვისტოს, შოვში მომხდარი სტიქიის საქმეზე გამოძიება იმავე საღამოს, სტიქიიდან რამდენიმე საათში, სავარაუდოდ, მას შემდეგ დაიწყო, რაც მაშველებმა პირველი ცხედარი იპოვეს.

გამოძიება არკვევს, მოჰყვა თუ არა სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობასა და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას. ეს სისხლის სამართლის კოდექსის ორი, 116-ე და 240-ე მუხლებია. თუმცა, იურისტები თვლიან, რომ გამოძიება სხვა ორი მუხლითაც უნდა წარიმართოს - 128-ე მუხლით - განსაცდელში მიტოვება და 342-ე მუხლით - სამსახურებრივი გულგრილობა. აპირებს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო, უწყება, რომელიც საქმეს იძიებს, გამოძიების კვალიფიკაციის შეცვლას, ამ კითხვაზე პასუხი არ არის.

საქმის კვალიფიკაცია არ არის ერთადერთი პრეტენზია, რომელიც იურისტებს შოვში მიმდინარე გამოძიებასთან აქვთ.

საქმის 10-ტომიან მასალებს, რამდენიმე ასეულ გვერდს, ორი დღის განმავლობაში, 22 და 23 აგვისტოს სწავლობდნენ ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტები, ანა თავხელიძე და ანა არგანაშვილი. ისინი იცავენ შოვში დაღუპული დავით ბერიაშვილის დედის (დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის მქონე ქალი) ინტერესებს. სწორედ ამ სტატუსის გამო მისცეს იურისტებს უფლება, გასცნობოდნენ საქმის მასალებს, თუმცა, როგორც ანა თავხელიძე გვეუბნება, გამოძიებამ მათ საქმის მასალების ასლების გადაცემაზე უარი უთხრა და დოკუმენტების 10 ტომს ისინი ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის შენობაში გაეცნენ. გამოძიების პროცესს ეს უწყება კურირებს.

„წერილობითი პასუხიც კი არ მიგვიღია პროკურატურისგან, რატომ გვითხრეს უარი მასალების გადმოცემაზე და რატომ შემოგვთავაზეს ასეთი გზა. ამ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში გავასაჩივრებთ სასამართლოში. გვქონდა მხოლოდ კალამი და ბლოკნოტი, რომ რასაც საჭიროდ ჩავთვლიდით, ეს ინფორმაცია მოგვენიშნა. საქმე იმდენად მოცულობითი იყო, რომ პირველ დღეს 8 საათის, მეორე დღეს კი 4 საათის განმავლობაში ვკითხულობდით მასალებს, რასაც პარალელურად, ემატებოდა და ემატებოდა დოკუმენტები“, - ჰყვება ანა თავხელიძე.

რა კითხვები გაუგზავნეს ადვოკატებმა გამოძიებას?

ანა თავხელიძემ და ანა არგანაშვილმა გამოძიებას კითხვები ჯერ კიდევ 17 აგვისტოს გაუგზავნეს, მანამდე, სანამ ქუთაისში ჩავიდოდნენ საქმის მასალების გასაცნობად.

იურისტებმა გამოძიებას მოსთხოვეს მასალების გამოთხოვა სხვადასხვა უწყებიდან, მათ შორის, გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, გარემოს დაცვის სააგენტოდან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან:

ფუნქციონირებდა თუ არა შოვში ბუნებრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემა. თუ კი, როდის დაინერგა და როგორ ფუნქციონირებდა და თუ არ ფუნქციონირებდა, რა მიზეზით;

რომელ უწყებას ან პასუხისმგებელ პირს ევალებოდა ბუნებრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის დანერგვა;

ადვოკატებმა მოითხოვეს 3 აგვისტოს, გადაუდებელი დახმარების ცხელ ხაზზე, შოვიდან და მისი მიმდებარე ტერიტორიებიდან შესული შეტყობინებების, ზარების, მათი ავტორების, შეტყობინებათა შინაარსის, ლოკაციისა და კონკრეტული დროის შესახებ ინფორმაციის მოკრება;

ადვოკატებმა მოითხოვეს სტიქიის ზონაში და მის მიმდებარედ განთავსებული ვიდეო სათვალთვალო კამერების 3 აგვისტოს ჩანაწერები, როგორც 112-ის, ისე კერძო დაწესებულებების კამერების, მათ შორის - „სანსეტ შოვის“;

მათ აინტერესებდათ, რა მონაცემებზე დაყრდნობით განათავსა გარემოს დაცვის ეროვნულმა სააგენტომ განცხადება 2023 წლის 3 აგვისტოს, რომ მოსალოდნელი იყო, მათ შორის, დასავლეთ საქართველოში, ღვარცოფული პროცესები; (ეს ცნობა სააგენტომ სოციალურ ქსელში, 3 აგვისტოს, 15 საათსა და 9 წუთზე გაავრცელა, ზუსტად იმ დროს, როდესაც შოვში სტიქია უკვე მძვინვარებდა - რ.თ.);

რა პრევენციული ზომები გაატარა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 3 აგვისტოს შოვში სტიქიური მოვლენის შესახებ სტიქიურ ზონაში მყოფი ადამიანების დროული გაფრთხილებისა და ზიანის შემცირების მიზნით;

რა პრევენციული ზომები გაატარეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა 3 აგვისტოს შოვში მოსალოდნელი სტიქიური მოვლენების შესახებ სტიქიის ზონაში მყოფი ადამიანების დროული გაფრთხილებისა და ზიანის შემცირების უზრუნველსაყოფად.

იურისტებმა გამოძიებას მოსთხოვეს, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოეთხოვა დეტალური ინფორმაცია 3 აგვისტოდან დღემდე, შოვში მიმდინარე სამაშველო ოპერაციის პროცესში გამოყენებული რესურსის და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. მათ შორის:

სამძებრო-სამაშველო ოპერაციის გეგმა, პასუხისმგებელი პირების მითითებით, როდის ჩაფრინდა ვერტმფრენი სტიქიის ზონაში, საათის და წუთის მითითებით;

რა მიზეზით შეწყდა 3 აგვისტოს სამძებრო-სამაშველო ოპერაციის პროცესში ვერტმფრენის გამოყენება - ზუსტი საათის და წუთის მითითებით;

ვინ გასცა მითითება ვერტმფრენის გამოყენების შეჩერების შესახებ;

3 აგვისტოს სამაშველო ოპერაციის პროცესში ვერტმფრენის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ, რა საშუალებებით გაგრძელდა სამძებრო-სამაშველო ოპერაცია - საშუალებათა რაოდენობის და სახის მითითებით.

იურისტებმა გამოძიებას მიუთითეს იმის შესახებაც, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის ადგილობრივები, ვინც მონაწილეობდნენ 3 აგვისტოს, შოვში, სტიქიის ზონაში მყოფი ადამიანების გადარჩენის პროცესში, განიცდიდნენ ზეწოლას პოლიციის მხრიდან, „რაც ქმნის ვარაუდის საფუძველს, რომ შსს-ს თანამშრომლები არიან მიკერძოებულები ამ საქმეში და, შესაბამისად, ეს არის კიდევ ერთი დამატებითი მიზეზი იმისა, რომ საქმეს უნდა იძიებდეს არა შინაგან საქმეთა სამინისტრო, არამედ პროკურატურა“, - ამბობს ანა თავხელიძე.

იურისტებმა გამოძიებას მოსთხოვეს, საქმეზე მტკიცებულებების სახით დაემაგრებინათ ის ორი დოკუმენტიც, რომლებიც შოვის ტერიტორიაზე ღვარცოფული პროცესების პროგნოზსა და ადრეული შეტყობინების სისტემის გამართვას შეეხებოდა.

რა დოკუმენტებია ესენი და რატომ არის მნიშვნელოვანი?

პირველი დოკუმენტი ეს არის სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ყოველწლიურად მომზადებული 2021 წლის „გეოლოგიური ბიულეტენი“, რომელიც შეიცავს გაფრთხილებას, რომ ღვარცოფი საფრთხეს უქმნის ცენტრალურ მაგისტრალსა და კურორტ შოვის ინფრასტრუქტურას.

ამ ანგარიშში ნათქვამია, რომ ღვარცოფების გავლა საშუალოდ 2-3 წელიწადში ერთხელ ხდება და ანგარიშის შეფასების თანახმად, საფრთხის პოტენციალი „მაღალია“.

დოკუმენტი ქვეყნის რეგიონებში ბუნებრივი გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგებს აღწერს და აკეთებს პროგნოზს მომავალი წლისთვის.

ეს დოკუმენტები გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე არ ქვეყნდება და გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ აღმასრულებელი დირექტორი, ნინო გუჯარაიძე ამბობს, რომ ანგარიშის მოსაპოვებლად სამართლებრივი დავა გახდა საჭირო.

რაც შეეხება მეორე დოკუმენტს, რომელიც იურისტებმა მოითხოვეს, არის საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამა.

სწორედ ეს პროგრამები აღწერს და განსაზღვრავს ღვარცოფების, წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების რისკებს და, შესაბამისად, აფასებს, როგორ და სად უნდა დაინერგოს ადრეული შეტყობინებების სისტემა, რომ თავიდან აიცილონ მსხვერპლი თუ ეკონომიკური ზარალი.

მაგალითად, 2017-2021 წლების ეროვნული პროგრამის თანახმად, ბუნებრივი კატასტროფების რისკების შერბილებისა და პრევენციისთვის გათვალისწინებული იყო 2 127 123 ლარი. 3 500 000 ლარი - ჰიდრომეტეოროლოგიური მონიტორინგის სტაციონარული ქსელის გაფართოებისთვის - ეს ფული უნდა წასულიყო მეტეოროლოგიური სადგურებისა და საგუშაგოების, ადრეული შეტყობინების სისტემის გაძლიერებაზე, რაც დახვეწდა პროგნოზირების შესაძლებლობას.

უკვე დაწერილია 2022-2026 წლების გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამაც, რომლის თანახმადაც, მონიტორინგისა და ადრეული შეტყობინების სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესებისთვის გათვალისწინებულია თითქმის 8 მილიონი ლარი.

მათ შორის,

დაგეგმილია ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების სტაციონარული ქსელის გაფართოება;

გეოლოგიური სტიქიით დაძაბულ უბნებზე, მონიტორინგული სისტემების მოწყობა;

ქვეყნის მასშტაბით 10 მეწყრულ მონაკვეთზე ინსტალირებულია აღჭურვილობა მონიტორინგისთვის.

რა ხარვეზები ნახეს იურისტებმა საქმის მასალებში?

გამოძიებამ უკვე გამოკითხა ის ადამიანები, რომლებიც შოვში, 3 აგვისტოს, ღვარცოფში მოყვნენ და ტალახში ჩარჩენილები, მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად, 3-4 საათის განმავლობაში ელოდნენ დახმარებას.

მათ შორის იყო გიო ადამია. ის გამოძიებამ 24 აგვისტოს, თბილისში გამოკითხა. გამოკითხვა დაახლოებით 4 საათს გაგრძელდა:

„ყველაფერი მომაყოლეს დეტალურად და მერე კითხვებიც ჰქონდათ ბევრი. კარგი გამომძიებელი შემხვდა. გულდასმით მისმენდა და ძალიან განიცდიდა“, - გვეუბნება გიო ადამია.

რამდენიმე დღის წინ, თბილისში გამოკითხა გამოძიებამ ღვარცოფში მოყოლილი მარიამ ბერიანიძე და მისი ქმარი:

„4 საათი მიმდინარეობდა გამოკითხვა. დეტალურად გამოგვკითხეს, სად ვიყავით, ვინმე ნაცნობი იყო თუ არა ჩვენს გვერდით, რას და ვის ვხედავდით გარშემო. გვითხრეს, რომ შესაძლოა, დამატებით კიდევ შევხვდეთ ერთმანეთსო“.

 

თუმცა გამოკითხული მოწმეები რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ გამომძიებლებმა ყველა დეტალი გაარკვიეს, იურისტები მიიჩნევენ, რომ გამოკითხვის ის ოქმები, რომლებიც მათ 22-23 აგვისტოს წაიკითხეს, არასრულფასოვანია.

ანა თავხელიძე გვეუბნება, რომ იმ დროისათვის საქმის მასალებში თვითმხილველთა გამოკითხვის მხოლოდ 15-მდე ოქმი იდო:

„როდესაც ამ საქმის მასალებს ეცნობი, გრჩება განცდა, რომ გამოძიება წინასწარგანწყობებითაა ნაწარმოები. რა განცხადებებიც გააკეთეს პოლიტიკოსებმა და სხვადასხვა თანამდებობის პირებმა, რომ სამძებრო-სამაშველო ოპერაციები დროულად დაიწყო და გაგრძელდა, ფაქტობრივად, ამ განცხადებების გამყარებისკენაა მიმართული გამოძიების პროცესი.

კითხვის ნიშნები არსებობს გამოკითხვის ხარისხთან დაკავშირებითაც. გამოკითხვა არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს… ანუ მოწმეებზე კი არ უნდა გადავიტანოთ პასუხისმგებლობა, რომ მისი შეფასებები ვწეროთ, არამედ ობიექტური დრო, ადგილი, გარემო პირობები, ეს უნდა აღაწერინოს მოწმეს გამომძიებელმა. ამ ნაწილში ვხედავდით ხარვეზს, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში, გამოკითხული პირების საჯარო განცხადებები გაცილებით უფრო ინფორმაციული და ვრცელია, ვიდრე გამოკითხვის ოქმები, არ შეიძლება, ჟურნალისტი უფრო მეტ კითხვას სვამდეს და მეტ გარემოებას ადგენდეს, ვიდრე გამომძიებელი გამოკითხვის დროს“.

ცხედრები, რომლებიც საქმის მასალებში ექსპერტიზის ბიურომდე არსად ჩანან

ანა თავხელიძე ამბობს, რომ ინფორმაცია ცხედრების პოვნის, მათი აღმოჩენის ადგილის, პოვნის ზუსტი დროისა და მდგომარეობის შესახებ, საქმის მასალებში 22-23 აგვისტოს, ანუ სტიქიიდან მეცხრამეტე-მეოცე დღეს, ჯერ კიდევ არ იდო. საქმის მასალებში არ იდო არც ცხედრების პოვნის მომენტში გადაღებული ფოტომასალა:

„ანუ, საქმის მასალების მიხედვით, გარდაცვლილებთან საგამოძიებო საპროცესო მოქმედებები დაიწყო ექსპერტიზის ბიუროს პირობებში. ეს მნიშვნელოვანი ჯაჭვი არის გაწყვეტილი. ეს ყველაფერი სადღაც უნდა იყოს დოკუმენტურად გაფორმებული და, რა თქმა უნდა, უნდა იყოს დასურათებული. ჩვენ საქმეში მსგავსი ვერაფერი ვნახეთ. თუმცა, პროკურორის განცხადებით, ამ ინფორმაციის ნაწილი იყო გამოსათხოვი, ანუ, სავარაუდოდ, ეს ინფორმაცია იმ ადამიანებთან ინახება, ვინც ატარებს სამაშველო ოპერაციას, თუმცა, იქ, დიდი ალბათობით, საუბარია ფოტომასალაზე და ალბათ იქაც იქნება დიდი კითხვის ნიშნები, როგორ მოხდება იდენტიფიცირება, რომელი გარდაცვლილი სად იპოვეს, რადგან ვიცით, რომ ეს ცხედრები არ იყო მარტივად იდენტიფიცირებადი“.

ანა თავხელიძე ვარაუდობს, რომ ცხედრების პოვნის შესახებ დეტალური ინფორმაცია ვერც მომავალში დაერთვება საქმის მასალებს ოქმების სახით:

„ჩვენ ლაივ რეჟიმში ვუყურებდით, როგორ ხდებოდა გარდაცვლილების პოვნა და აღმოჩენა და იქ ფურცლებით არავინ იდგა და ოქმებს არავინ წერდა. არადა, გამოძიება უნდა წასულიყო სამძებრო-სამაშველო პროცესის პარალელურად. ადგილზე უნდა ემუშავა შესაბამის ექსპერტს, რომელიც დაასურათებდა ცხედრის პოვნის ადგილს, რომელიც შესაბამის დოკუმენტს შეადგენდა. იქვე მიანიჭებდნენ ცხედარს ნომერს და ეს ნომერი გაჰყვებოდა ცხედარს ექსპერტიზის ბიუროში, იქვე მითითებული უნდა ყოფილიყო აღმოჩენის ზუსტი დრო, ლოკაცია და შემდეგ უკვე ექსპერტიზის ბიუროში გაგრძელდებოდა შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები, როგორიცაა დათვალიერება, ექსპერტიზის დანიშვნა და ჩატარება“.

ანა თავხელიძის თქმით, საქმის მასალებში არ არსებობს ობიექტური მტკიცებულება, რათა დადგინდეს, თუ რომელი გარდაცვლილი სად იპოვეს. შესაბამისად, ახლა სურათი გამოკითხვის ოქმებით უნდა აღდგეს, რაც გამოძიების პრობლემაა. გარდა ამისა, სწორედ ფოტოებსა და ოქმებს უნდა გაეცათ პასუხი კითხვებზე, თუ რა გარემოებებში იქნა ნაპოვნი ცხედარი:

„როცა ვამბობთ, რა მდგომარეობაში იქნა ცხედარი ნაპოვნი, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. აი, მაგალითად, ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს წელს ზევით, მასის ზევით იქნა ნაპოვნი ცხედარი, თუკი ეს მართლა ასე იყო, მაშინ აქ კიდევ სხვა გარემოებები იქნება დასადგენი. სწორედ ამ კითხვის ნიშნების აღმოსაფხვრელად უნდა ჩატარებულიყო სტანდარტული პროცედურა ცხედრების პოვნისას“.

 

კიდევ ერთი პრობლემა და კითხვა, რაც იურისტებს საქმის მასალების გაცნობისას გაუჩნდათ, ეს უკვე ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ცხედრების ექსპერტიზას შეეხება. ანა თავხელიძის თქმით, საქმის მასალებში შეინიშნება ტენდენცია, რომ გამოძიებამ გასწია მინიმალური მცდელობა დაღუპულების ოჯახის წევრების დასარწმუნებლად, რომ ცხედრებისთვის მნიშვნელოვანი იყო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება, გარდაცვალების ზუსტი დროისა და მიზეზის დასადგენად:

„უმეტეს შემთხვევაში, ეს დადგენილებები გამოტანილია, მაგრამ ოჯახის წევრები ექსპერტიზის ჩატარებაზე ამბობენ უარს. აქ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რამდენად სწორად აუხსნეს ოჯახის წევრებს ამ ექსპერტიზის აუცილებლობა, რომ გარდაცვალების გარემოებების დასადგენად მნიშვნელოვანი იყო მისი ჩატარება და რაც მეტი დრო გადის, მით ნაკლებია შანსი, რომ ეს დეტალები დადგინდეს.

გვესმის, რომ ეს პროცედურა გარკვეულ დროსთან არის დაკავშირებული, უფრო მეტი დროით ხდება გარდაცვლილის დაყოვნება საექსპერტო ბიუროში და ამ მძიმე ემოციურ ფონზე, ოჯახის წევრებს შესაძლებელია სურდეთ, რომ დროულად გადაასვენონ გარდაცვლილი სახლში, მაგრამ თუ მიაწვდი ინფორმაციას, რომ ამ ექსპერტიზის ჩატარება მნიშვნელოვანია, რათა მათ კითხვებს გაეცეს პასუხი და გარემოებები სწორად და ობიექტურად დადგინდეს, შესაძლოა, ამან მოახდინოს გავლენა ოჯახზე. სახელმწიფოს უნდა ჰქონოდა ყველანაირი ინტერესი და მოტივაცია, რომ ეს ექსპერტიზები ჩატარებულიყო დროულად“.

შემთხვევის ადგილი, რომელიც სტიქიიდან მეცხრამეტე-მეოცე დღეს კვლავ არ იყო დათვალიერებული

22-23 აგვისტოს, როცა იურისტები შოვის სტიქიის საქმეზე მიმდინარე გამოძიების მასალებს ეცნობოდნენ, გაირკვა, რომ შემთხვევის ადგილი კვლავ არ იყო დათვალიერებული და ეს მაშინ, როდესაც იქ მიმდინარე სამძებრო-სამაშველო ოპერაციის პირობებში, სურათი ყოველწამიერად იცვლებოდა.

იურისტები ამბობენ, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერება, დასურათება და დოკუმენტირება სამძებრო-სამაშველო ოპერაციის პარალელურად უნდა მომხდარიყო, რაც არ მოხდა და რაც, ფაქტობრივად, უკვე გამორიცხავს შემთხვევის ადგილის შესახებ სრული და ამომწურავი ინფორმაციის მოძიებას.

ანა თავხელიძის აზრით, გარდა იმისა, რომ საქმის გამოძიების პროცესში წინასწარი განწყობები უკვე ჩამოყალიბებულია და იკვეთება მიკერძოებულობა, ჩნდება განცდა, რომ საგამოძიებო პროცესი არაორგანიზებულად, დაუგეგმავად წარიმართა:

„გვესმის, რომ შსს-ს თანამშრომლებს მაღალი ემოციური ფონი ჰქონდათ, განსაკუთრებით მათ, ვინც ადგილზე მუშაობდა, მაგრამ გამოძიების სტანდარტი ვინმეს ემოციურ მდგომარეობაზე ვერ იქნება მორგებული და ეს პროცესები უნდა ყოფილყო ერთმანეთის პარალელური და კარგად დაგეგმილი. კარგად დაგეგმილი კი მინიმუმ იმას ნიშნავს, რომ სამძებრო-სამაშველო ოპერაციის პარალელურად, უნდა მომხდარიყო საგამოძიებო პროცესები“.

გარდა იურისტებისა, გამოძიებას სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დაგეგმვისა და განხორციელების შესახებ, კითხვებს უსვამს მედიაც. მათ შორის, 17 აგვისტოს, რადიო თავისუფლებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გაუგზავნა კითხვები 3-4 აგვისტოს ღამეს სტიქიის ზონაში მიმდინარე სამძებრო-სამუშაოებისა და მასში ჩართული ცოცხალი ძალისა თუ ტექნიკის შესახებ.

რადიო თავისუფლება დაინტერესდა იმ ღამით, სამძებრო ოპერაციაში თერმული დრონების გამოყენების თაობაზე გავრცელებული ინფორმაციით, რაკიღა, შინაგან საქმეთა მინისტრი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, წინა დღეებში ირწმუნებოდნენ, რომ არ არსებობდა იმ ღამით სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვის აუცილებლობა, რადგან ტერიტორიაზე მუშაობდა „ხუთი-ექვსი თერმული დრონი“ [თქვა შსს მინისტრმა 13 აგვისტოს - რ.თ.].

სტიქიის დღეს, რომელ საათზე დაიწყეს მუშაობა თერმულმა დრონებმა?

3-4 აგვისტოს, რამდენი საათი იმუშავეს თერმულმა დრონებმა და კონკრეტულად რა ტერიტორია დაათვალიერეს?

დააფიქსირა თუ არა თერმულმა დრონებმა მეწყერში მოყოლილი ცოცხალი ადამიანები, რომელთა „პირველაღმომჩენი“ სწორედ თერმული დრონი იყო და რომელთა უსაფრთხო ადგილზე გამოყვანაც მოხერხდა? თუ კი, სად და რამდენი?

ღვარცოფში მოყოლილი დაღუპულები თუ აღმოაჩინეს თერმული დრონის საშუალებით?

ამ კითხვებზე პასუხი რადიო თავისუფლებამ შსს-სგან ამ დრომდე ვერ მიიღო.

თორნიკე მაცაბერიძე, პროფესიონალი სამთო გიდი, რომელმაც 3-4 აგვისტოს ღამე შოვში, სტიქიის ზონაში გაატარა, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ არც მას და არც სხვა რომელიმე იქ მყოფ ადამიანს დრონები არ შეუმჩნევიათ:

„ფაქტია, რომ [3 აგვისტოს] ღამით არც თერმულ და არათერმულ დრონებს არ უფრენია. დღისითაც არ უფრენია სამაშველოს დრონებს - ღვარცოფში ჩარჩენილები ამბობენ, რომ მათ თავზე ერთმა დრონმა გადაიფრინა და, როგორც ირკვევა, ეს ერთი დრონი ტურისტების იყო.

მთელი ღამე გარეთ ვიყავი და იქ არანაირ დრონს არ უფრენია. სხვა მოხალისეებთანაც მქონდა ამაზე ლაპარაკი, მედიასთან ვინაიდან ვლაპარაკობ, ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომ მხოლოდ ისეთი რამეები ვთქვა, რაც გადამოწმებული მაქვს და რაშიც ეჭვი არ მეპარება - 95%-ით შემიძლია ვთქვა, რომ იქ დრონს არ უმუშავია“, - ამბობს მოხალისე მაშველი, თორნიკე მაცაბერიძე.

ანა თავხელიძის თქმით, უკვე ნანახი საქმის მასალების საფუძველზე, მომდევნო დღეებში იურისტები გამოძიებას დამატებით კითხვებს გაუგზავნიან, ხოლო დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას ახალი მასალების გასაცნობად სექტემბრის შუა რიცხვებში მიაკითხავენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ავრცელებს ინფორმაციას შოვში, სტიქიის ზონაში მიმდინარე საგამოძიებო საქმიანობის შესახებ და რადიო თავისუფლებას არ აქვს საშუალება გადაამოწმოს ინფორმაცია, რომელსაც ის თვითმხილველებისა და საქმეზე მომუშავე იურისტებისგან იღებს.

29 აგვისტოს მონაცემებით, შოვში, სტიქიის ზონაში, კვლავ ეძებენ ორ დაკარგულს. ნაპოვნია 31 ცხედარი. ბოლო ორი ცხედარი მაშველებმა 5 დღის წინ, 24 აგვისტოს იპოვეს. სტიქიის ეპიცენტრიდან 40 კილომეტრში.

ღვარცოფი რაჭაში, შოვში, 2023 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათისთვის მოვარდა. სახელმწიფო უწყებებს ამ დრომდე არ გამოუქვეყნებიათ გარდაცვლილთა, დაკარგულთა და გადარჩენილთა შესახებ სრულყოფილი ოფიციალური ინფორმაცია. ცნობები დაღუპულებსა და დაკარგულებზე, მათ ახლობლებზე დაყრდნობით ვრცელდება მხოლოდ მედიასა და სოციალურ ქსელებში.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин: В этом году в ТиНАО будет благоустроено несколько больших зон отдыха


Спорт в России и мире
Москва

Mos.ru: движение на ряде улиц в центре Москвы закроют из-за велогонки La Strada


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Уимблдон

Уимблдон. 1 июля. Мирра Андреева и Синнер сыграют последним запуском, Медведев стартует в 15:00


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Синоптик Леус: на Москву надвигается жара до +34 градусов





Путин в России и мире
Москва

Песков рассказал, где будут жить собаки, подаренные Путину Ким Чен Ыном


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко обратился к лидеру Туркменистана




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Нариман Джелял переехал из сибирской тюрьмы в Киев


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Певец

Певец Алекс Анохин стал участником III Всероссийской музыкальной ассамблеи



Москва

Разуваева: свыше 70 пар вступили в брак на праздниках в День молодежи

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net