„ისლამურმა სახელმწიფომ“ Telegram-ით გამოაცხადა, რომ პაკისტანში თვითმკვლელის მიერ თავდასხმა მისი მოწყობილი იყო
Reuters-ის ცნობით, ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ, "ისლამურმა სახელმწიფომ" 31 ივლისს პასუხისმგებლობა აიღო თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებულ თავდასხმისთვის, რომელიც წინა დღეს პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ ხიბერ პახტუნხვას პროვინციაში გამართულ პოლიტიკურ თავყრილობაზე მოხდა, ნათქვამია დაჯგუფების განცხადებაში, რომელიც Telegram-ით გავრცელდა. შეხვედრა, რომელიც გამართა ისლამისტურმა პარტია ჯამიათ ულემა-ე-ისლამ-ფაზლიმ, ბაჯაურის რაიონში მოხდა. თავდასხმის შედეგად სულ მცირე, 45 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია ათეულობით პირი.