Добавить новость
123ru.net
Radiotavisupleba.ge
Июль
2023

ახალგაზრდა, რომელიც პოლიციის მხრიდან ძალადობაზე საუბრობს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში იკითხება

0

21 წლის ლაშა ჟღენტი, რომელიც აცხადებს, რომ მასზე თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე, პოლიციამ იძალადა, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე მივიდა. უწყებამ, რომელიც სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს იძიებს, გამოძიება ამ საქმეზე მედიაში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ დაიწყო.

ლაშა ჟღენტი ძალადობასა და დამამცირებელ მოპყრობაში ადანაშაულებს იმ პოლიციელებს, რომლებმაც ის გასაჩხრეკად ძმასთან ერთად გააჩერეს სახლის სიახლოვეს.

„მოინდომეს ზედაპირული გაჩხრეკა და მაგ დროს „ტრუსიც“ გამოწიეს. ვხვდები, რომ ზედაპირულად გაჩხრეკა შეუძლიათ, მაგრამ როცა „ტრუსი“ გამოწიეს, ვუთხარი, რომ ხელი გაეწიათ. თურმე სიტყვები „ხელის გაწევა“ პოლიციისთვის შეურაცხყოფის მიყენებაა და პოლიციას ეგრე არ უნდა ვესაუბრო. [პოლიციის] მანქანაშიც მგუდავდნენ. მანქანაში რომ მტენიდნენ, ხომ არ დავეგდებოდი და ვეტყოდი, ძალით ჩამტენეთ-მეთქი. მანქანაში რომ ჩამსვეს და ბორკილები დამადეს, მანქანაშიც მირტყეს თავში“, - უთხრა „მთავარ არხს“ 20 ივლისს ლაშა ჟღენტმა.

პოლიციის მხრიდან ძალადობაზე ლაპარაკობს მისი ძმაც, ლუკა ჟღენტი.

"ცოტა აგრესიულებიც იყვნენ და ჩემს ძმას რომ ამოწმებდნენ, სასქესო ორგანოზე შეეხნენ და [უთხრა, რომ] გაიწიე, რას მითათუნებ [ხელსო]. ამათ [პოლიციელებმა უთხრეს], შენ რა გონორზე ხარ, მაგის უფლება გვაქვსო… ახრჩობდნენ, ურტყამდნენ… იმის საშუალებაც არ გვქონდა, რომ ვიდეო გადაგვეღო… მეთქი, ჯიბეში რამე არ ჩაუდონ… ბებიაჩემიც მოვიდა მერე და ისიც 3 მეტრი აფორთხიალეს“, - ასე აღუწერა ჟურნალისტებს მომხდარი ლუკა ჟღენტმა.

ახალგაზრდების დედამ კი ფეისბუკზე დაწერა, რომ მომხდარის შემდეგ სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა ბიჭების 76 წლის ბებიას, რომელიც პოლიციელების მხრიდან ძალადობას შეესწრო. სოფი გამცემლიძემ დღეს, 21 ივლისს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში შესვლამდე "მთავარ არხს" უთხრა, რომ სახელმწიფოს ჰქონდა მისი და მისი შვილების გაჩუმების მცდელობა. ამბის გახმაურების შემდეგ, მისი თქმით, მას დაუკავშირდა რამდენიმე ადამიანი და უთხრა, რომ თუ გაჩუმდებოდნენ და მისი შვილები ბოდიშს მოიხდიდნენ, ყველაფერს აპატიებდნენ.

"გუშინ პოლიციელებმა ძალას გადაამეტეს, წიხლებით და ცემა-ტყეპით ჩატენეს უდანაშაულო ბავშვები მანქანაში... რამდენიმე ზარი შემოვიდა ჩემს ტელეფონზე, რომ გავჩერდეთ. ბოდიშის მოხდით ყველაფერს აპატიებენ ბავშვებს. ჩვენ არ გავჩერდებით, ვინც არ უნდა დარეკოს. ჩემი შვილები არიან უდანაშაულოები", - ამბობს ლაშა ჟღენტის დედა. სოფი გამცემლიძის თქმით, მან პოლიციელებს მოსთხოვა სამხრე კამერების ჩანაწერები, რომლებშიც მისი შვილების დაკავება და ჩხრეკა უნდა იყოს ასახული და პასუხად მიიღო, რომ ასეთი ჩანაწერები არ არსებობს.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვის შემდეგ ახალგაზრდა კაცს, სავარაუდოდ, ექსპერტიზა ჩაუტარდება სხეულზე მიყენებული დაზიანებების გამოსაკვლევად.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს. ეს დანაშაული, დამტკიცების შემთხვევაში, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით სამიდან ხუთ წლამდე; თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით სამ წლამდე.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო მხოლოდ 3 პოლიციელის მიმართ - ამ მუხლით გამოძიება დაიწყო 160-ზე მეტ შემთხვევაში.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Сергей Собянин подвел итоги конкурса «Лидеры цифровой трансформации»


Спорт в России и мире
Москва

Контрольный матч. ЦСКА выиграл у "Шинника".


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Уимблдон

Браво, Даша и Диана! Российские теннисистки одновременно выиграли турниры в Англии и Германии за два дня до Уимблдона


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Многие краснодарцы к 25 годам имеют несколько высших образований, семью и бизнес





Путин в России и мире
Москва

Песков: подаренные Ким Чен Ыном Путину собаки проходят адаптацию в Москве


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко обратился к лидеру Туркменистана




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Нариман Джелял переехал из сибирской тюрьмы в Киев


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Певец

Певец Валерий Леонтьев прилетел из США в Москву и выступил на корпоративе



Москва

Нужна деликатность: депутат Хамзаев высказался об инициативе запрета на ношение никаба

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net