Добавить новость
123ru.net
Radiotavisupleba.ge
Июль
2023

"ვაგნერი" გეგმავს ბელარუსში შექმნას "მსოფლიოს მეორე არმია"

0

რუსულ გასამხედროებულ ჯგუფთან, "ვაგნერთან" დაკავშირებულ ტელეგრამის არხებზე გამოჩნდა ვიდეოჩანაწერი, რომელიც ასახავს "ვაგნერის" ხელმძღვანელების, ევგენი პრიგოჟინისა და დმიტრი უტკინის გამოსვლას მეომრების წინაშე. ვარაუდობენ, რომ ჩანაწერი ბელარუსშია გაკეთებული, თუმცა დადგენილი არ არის მისი გადაღების ზუსტი თარიღი.

ჩანაწერში პრიგოჟინი და უტკინი აცხადებენ, რომ "ვაგნერელები" დროებით ამ ქვეყანაში დარჩებიან, შემდეგ კი აფრიკაში და, შესაძლოა, უკრაინის ფრონტზე დაბრუნდებიან. ამ პერიოდში ისინი ბელარუსის შეიარაღებული ძალებისგან აპირებენ შექმნან "მსოფლიოს მეორე არმია" და აცხადებენ, რომ რაიმე ტიპის შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში ისინი ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას მხარეს იბრძოლებენ.

ამასთან, პრიგოჟინმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა უკრაინაში რუსეთის არმიის ხელმძღვანელობის მოქმედებები. "ის, რაც ახლა ხდება ფრონტზე, არის სირცხვილი, რომელში მონაწილეობაც საჭირო არ არის" - თქვა მან.

ვიდეოჩანაწერი საღამოს საათებშია გადაღებული და მოლაპარაკეთა სახეები მკაფიოდ არ ჩანს, თუმცა მათი ცნობა ხმებით არის შესაძლებელი.

"ვაგნერის" მებრძოლებმა 23-24 ივნისს შეიარაღებული მსვლელობა მოაწყვეს მოსკოვსა და დონის როსტოვზე, ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობის გადადგომის მოთხოვნით. რუსეთის ხელისუფლებამ ეს ქმედებები ამბოხებად შეაფასა. კოლონათა გადაადგილება შეჩერდა ბელარუსის ავტორიტარ ლიდერთან, ალიაქსანდრ ლუკაშენკასთან მოლაპარაკების შემდეგ. გამოცხადდა, რომ ამბოხებაში მონაწილეობისთვის არავინ დაისჯებოდა, ხოლო "ვაგნერი" ბელარუსში გადაინაცვლებდა.

სადამკვირვებლო პროექტი "Беларускi Гаюн" წერს, რომ მხოლოდ 18 ივლისს ბელარუსში ჩავიდა "ვაგნერის" მებრძოლთა სამი საავტომობილო კოლონა, ანუ 1400-1500-მდე პირი. საერთო ჯამში, 11 ივლისიდან ბელარუსში ჩასული მებრძოლების რიცხვი შესაძლოა 2500 პირს უტოლდებოდეს. ბელარუსში რეგულარულად დაფრინავს პრიგოჟინის კუთვნილი თვითმფრინავი.

ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო იუწყებიდა, რომ "ვაგნერის" მებრძოლები ბელარუს ჯარისკაცებს გაწვრთნიან.

ოთხშაბათს ბელარუსის საზღვრის დაცვის ძალებმა დროებით გააუქმეს 5 მაისს ამოქმედებული კონტროლის ზომები ბელარუსის და რუსეთის საზღვარზე. უცნობია რამდენად უკავშირდება ეს "ვაგნერის" ძალების ბელარუსში გადასვლას.

ნატოს წევრმა ქვეყნებმა შეშფოთება გამოთქვეს რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანი სამხედრო დაჯგუფების, "ვაგნერის" ბელარუსში გადასვლის თაობაზე. პოლონეთი საზღვარს დამატებითი ძალებით იცავს.

"მსოფლიოს მეორე არმიას" ზოგიერთი ანალიტიკოსი რუსეთის არმიას უწოდებდა, მოსკოვის მხრიდან უკრაინაში სრული მასშტაბით შეჭრამდე. უკრაინაში რუსეთის სამხედროების მიერ განცდილი არაერთი მარცხის შემდეგ ამ გამოთქმას ირონიული მნიშვნელობით იყენებდნენ. კერძოდ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ახლახან რუსეთის არმიას უწოდა "სიძლიერით მეორე არმია უკრაინაში". თავად პრიგოჟინი "ვაგნერს" უწოდებს "მსოფლიოს პირველ არმიას".






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин поздравил Московский продюсерский центр с юбилеем


Спорт в России и мире
Москва

Сотрудник Управления Росгвардии по Пермскому краю стал участником марафона спортивных успехов


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Карен Хачанов

Хачанов и Калинская выступят на турнире в Вашингтоне, который пройдет во время Олимпиады


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Экономическая ценность деревьев в экосистеме города





Путин в России и мире
Москва

LIVE: Встреча Путина с выпускниками РАНХИГС


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко рассказал о совместном развитии России и Беларуси




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Зеленский признал, что Киев не хочет затягивания конфликта из-за больших потерь


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Карди Би

Рэперша Карди Би проколола себе ухо в ювелирном бутике



Москва

«Лишили 5 чемоданов с драгоценностями». Как живет чиновница Евгения Васильева после обысков

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net