123ru.net
Radiotavisupleba.ge
Июль
2023

„ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტზე ილაპარაკა

0
ზურაბ ჩხაიძემ, რომელიც „ვივამედის" კლინიკური დირექტორია, ტელეკომპანია „პალიტრანიუსის" ეთერში ილაპარაკა პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის შესახებ.


ჩხაიძემ უპასუხა შეკითხვას, მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის კლინიკიდან ფარულად გატანის მცდელობის შესახებ - თუკი ექიმებს ნიმუშების აღების ნებართვა ჰქონდათ, რა ნიმუშები გაჰქონდა ერთ-ერთ მათგანს? „შემიძლია დაგიდასტუროთ ეს ფაქტი, როცა კოლეგები შემოვიდნენ კლინიკაში, ჩვენ ფაქტობრივად, რვა საათის განმავლობაში ვიმყოფებოდით ერთად. თუმცა, იმ მომენტში, როცა მათივე ინიციატივით მოხდა ნიმუშების აღება, ეს ფაქტი არ მინახავს. როცა უკვე გავიგეთ, რომ მათთვის საინტერესო იყო და ნიმუშების აღება აინტერესებდათ, ამისთვის გარკვეული წესი არსებობს. პირველ რიგში, ამას უნდა ესწრებოდნენ სხვა ექიმებიც, სხვა თანამშრომლებიც, ეს უნდა მოხდეს სრული წესის დაცვით, უნდა დაილუქოს ყველას თანდასწრებით, ხელი უნდა იყოს ყველას თანდასწრებით მოწერილი, რაც შემდეგში გაკეთდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, იქამდე ეს მცდელობა იყო მათი მხრიდან, ამ ნიმუშის არალეგალურად აღების, თუ გატანის. უფრო კონკრეტულ ინფორმაციას, ალბათ, პენიტენციური სამსახური მოგაწვდით“, - უპასუხა ჩხაიძემ.


ზურაბ ჩხაიძემ დაასახელა ლეგალური გზით აღებული ნიმუშები: „პენიტენციური დაწესებულებიდან იყო ნებართვა და მათ მოითხოვეს ფრჩხილის, თმის და ასევე, წარბის ნიმუში, რომელიც ჩვენი თანდასწრებით, ლეგალურად იქნა აღებული, კონვერტში მოთავსებული და ხელწერებით იქნა გამზადებული, რომელიც მათ შემდეგში, პენიტენციური დაწესებულების თანხმობით გაიტანეს კლინიკიდან. ეს ინციდენტი რატომ მოხდა, მართალი გითხრათ, ჩემთვის გაუგებარია, არავინ წინააღმდეგი არ იყო, რომ მათ რამე ნიმუში ოფიციალურად აეღოთ, რატომ მოხდა ეს ინციდენტი, რა იყო ამის მიზანი, ვერ გიპასუხებთ. იქამდე თუ ჰქონდათ ამის არალეგალურად გაკეთების მცდელობა, მიზანი რა იყო, ჩემთვის ეს გაუგებარია ადამიანურად და ძალიან ვწუხვარ, რომ მსგავსი ინციდენტი მოხდა მათი მხრიდან“.


14 ივლისს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეოკადრები, რომელშიც, მისივე განცხადებით, ასახულია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, კლინიკა „ვივამედიდან" პოლონელი ექიმების გამოსვლა. ამავე თემაზე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ პოლონელი ექიმი ცდილობდა სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის ფეხსაცმლის მეშვეობით, მალულად გატანას.




საქართველოს იუსტიციის მინისტრი საგარეო უწყებას მიმართავს, რომ დაინტერესდეს ინციდენტის შესახებ პოლონეთის საელჩოს პოზიციით.


„გამომდინარე იქიდან, რომ პოლონეთის საელჩო ჩართული იყო ექიმების ჩამოყვანის პროცესში და იყო მათი რეკომენდატორიც, მივმართავთ თხოვნით, საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ მოისმინოს საელჩოს პოზიცია აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით", - განაცხადა ბრეგაძემ.


12 ივლისს პოლონელი მედიკოსების 5-წევრიანი ჯგუფი კლინიკა „ვივამედში“, პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილთან იმყოფებოდა.





Загрузка...


Губернаторы России
Москва

Сергей Собянин заявил о продлении наземного метро Москвы в Тульскую область


Спорт в России и мире
Москва

Подведены итоги конкурса «Мы верим твердо в героев спорта»


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
ATP

Токио (ATP). 1-й круг. Хуркач сыграет с Гироном, Берреттини – с ван де Зандшульпом


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

«Чистая Арктика» разработает стандарт сбора и вывоза отходов из удаленных мест





Путин в России и мире
Москва

Политический директор премьера Венгрии: наша страна сдалась бы в случае


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко назвал условие, при котором Минск применит ядерное оружие




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Карди Би

«Скажи правду!»: бывший муж Карди Би обвинил ее в измене во время беременности



Москва

Синоптик Вильфанд: октябрь в Москве начнется с летней погоды

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net