მსხვერპლი მოჰყვა კიევზე დრონებით თავდასხმას
![მსხვერპლი მოჰყვა კიევზე დრონებით თავდასხმას](https://gdb.rferl.org/01000000-c0a8-0242-94fc-08db4d285e37_cx14_cy7_cw85_w800_h450.jpg)
სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა და 4 დაიჭრა კიევზე დრონებით თავდასხმის შედეგად. რუსეთმა უკრაინის დედაქალაქზე ბოლო სამ დღეში მესამედ მიიტანა იერიში უპილოტო საფრენი აპარატებით.
კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 10-მდე დრონი გაანადგურეს. უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევები კიევის რამდენიმე რაიონში ჩამოცვივდა. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები.
წუხანდელი თავდასხმის გამო, კიევის გარდა, საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული უკრაინის პრაქტიკულად, ყველა ოლქში, ოდესის და ხარკოვის გარდა.