პესკოვი: უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიის მიცემით ირღვევა უსაფრთხოების გაუნაწილებლობის საერთაშორისო პრინციპი
![პესკოვი: უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიის მიცემით ირღვევა უსაფრთხოების გაუნაწილებლობის საერთაშორისო პრინციპი](https://gdb.rferl.org/719c8998-f0e1-4100-b251-bd1fbc42daec_w800_h450.jpg)
რუსეთის კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა 12 ივნისს განაცხადა, რომ უკრაინისთვის უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიის მიცემით ირღვევა უსაფრთხოების გაუნაწილებლობის საერთაშორისო პრინციპი.
მან განმარტა, რომ უკრაინისთვის ასეთი გარანტიის მიცემით, „საფრთხე ექმნება რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებას.
ეს შეუძლებელია“, თქვა პესკოვმა. კრემლის პრესმდივნის თანახმად, ამას მოჰყვება ახლო და შორეული მომავლისთვის ერთობ უარყოფითი შედეგები. პესკოვი თვლის, რომ ამგვარი ნაბიჯით ევროპა უფრო სახიფათო ხდება ბევრი წლით.