უკრაინამ და დასავლეთის 11-მა ქვეყანამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს უკრაინელი მფრინავების მომზადების შესახებ
უკრაინასთან ერთად მასში შედიან ბელგია, ბრიტანეთი, დანია, კანადა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდი, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი და შვედეთი.
ცნობას ავრცელებს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.
მემორანდუმის თანახმად, უკრაინელი მფრინავები, ტექნიკოსები და დამხმარე პერსონალი მიიღებენ მონაწილეობას სწავლის პროგრამაში. ამასთან, რეზნიკოვის თქმით, შესაძლებელია პროგრამაში სხვა ტიპის თვითმფრინავების მართვისთვის მფრინავების მომზადების ჩართვა.
Reuters-ის თანახმად, უკრაინელები F-16-ის მართვაში წვრთნას დაიწყებენ აგვისტოში დანიაში.
პარალელურად მომზადებადაიწყება რუმინეთში, სადაც ამისთვის საგანგებოდ სასწავლო ცენტრს გაამზადებენ.
რეზნიკოსმა ადრე გამოაცხადა, რომ F-16-ის მართვისთვის საჭიროა ოთხთვიანი კურსის გავლა.