123ru.net
Radiotavisupleba.ge
Июнь
2023

ვატო შაქარიშვილი თანამოაზრეებთან ერთად გეგმავს „ფრანკლინის კლუბის“ ღონისძიების გაპროტესტებას

0
მოძრაობის "საქართველო უპირველეს ყოვლისა" დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი და მისი თანამოაზრეები 18 ივნისს, „ფრანკლინის კლუბის“ მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ კონფერენციაზე მისვლას და კლუბის საქმიანობის გაპროტესტებას გეგმავენ.


ამის შესახებ ვატო შაქარაშვილმა ცოტა ხნის წინ დაწერა სოციალურ ქსელში.


„ჩვენც მივალთ და კიდევ ერთხელ ვეტყვით არას - LGBT პროპაგანდას, ქართული იდენტობის წინააღმდეგ ბრძოლას; ქვეყნის არევას; ახალგაზრდების გამოყენებას რევოლუციური სცენარებისთვის იმ ყველაფერს, რასაც ერთად ახორციელებენ იუბილარი ფრანკლინის კლუბი და მასპინძელი ჭყონია!“.




18 ივნისს, თბილისში, „ფრანკლინის კლუბის“ ორი წლის იუბილესთან დაკავშირებით იმართება კონფერენცია, რომელსაც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დაესწრებიან. მათ შორის, გიორგი ვაშაძე - „სტრატეგია აღმაშენებელი“, ირაკლი კუპრაძე - „ლელო“, ზურაბ ჯაფარიძე - „გირჩი მეტი თავისუფლება“,  დიმიტრი ჩიქოვანი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, გიგა ბოკერია - „ევროპული საქართველო“.


კონფერენციაზე მიწვეულია პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილიც, თუმცა, როგორც კონფერენციის ორგანიზატორები აცხადებენ, „ქართული ოცნების“ პრეს-სამსახურიდან მათ მიწვევაზე დასტური არ მიუღიათ.


„ფრანკლინის კლუბი“ ხელისუფლების მხრიდან თავდასხმის ობიექტი ბოლო თვეებში, განსაკუთრებით, ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ გამართული მარტის აქციების შემდეგ, არაერთხელ გახდა.


პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, 12 მარტს ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებდა:


"მათი სახელები და გვარები ყველამ ვიცით, ეს დაიწყო ეგრეთ წოდებულმა "გირჩის" მოძრაობამ, პროვოკატორი ჯაფარიძის მოძრაობამ და "ფრანკლინის კლუბის" ანარქისტებმა. მე რამდენიმეს ფოტო ვნახე, გაოგნებული დავრჩი, რაღაც სატანისტების ფორმები ეცვათ რამდენიმე ადამიანს, ახალგაზრდებს... ეს არის შემაშფოთებელი. ეს ორგანიზაცია, კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა", უკვე გადაქცეული არის რაღაც არა რადიკალურ, არამედ ექსტრემისტულ ორგანიზაციად, ცოტაღა უკლიათ, რომ გახდნენ ტერორისტული ორგანიზაცია".


„ფრანკლინის კლუბი“ ორი წლის წინ დაფუძნდა. როგორც მისი დამფუძნებლები აცხადებენ, კლუბის მიზანი განათლების გავრცელება, ახალგაზრდისთვის თავისუფლების, ლიბერალური ღირებულებების, ინდივიდუალიზმის სწავლებაა.


„ფრანკლინის კლუბის“ მიერ დაგეგმილი კონფერენციის გაპროტესტებამდე, 17 ივნისს, ვატო შაქარიშვილის მოძრაობის წევრები, ბორჯომის რაიონში, მზეთამზეში, სასტუმრო Eco Hotel-ის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, სადაც ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებისთვის ლექცია უნდა ჩაეტარებინა "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს. ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ბორჯომში ჩასვლამდე, გორში თავს დაესხა მოქალაქე, ფიზიკურად გაუსწორდა მას და მან ლექციის ჩატარება ვეღარ შეძლო.


17 ივნისს ბორჯომში ჩასული ვატო შაქარაშვილის მოძრაობის წევრები სასტუმროს მიმართულებით ისროდნენ ქვებს, კვერცხებს, იქ მყოფ ადამიანებს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. თუმცა, ვატო შაქარიშვილი ირწმუნებოდა, რომ მისი თანამოაზრეები არ ძალადობდნენ:


"ბორჯომის სუფთა ჰაერს ჩრდილში, თუ დაგვაცდით, კარგი იქნება... არანაირი ქვების სროლა არ ყოფილა. ეს იყო აღელვებული საზოგადოება, ქართველი ხალხი, ბორჯომელები, ახალციხელები, ბაკურიანელები, ჩვენი მოძრაობა "საქართველო უპირველეს ყოვლისას" მხარდამჭერები, რომლებიც არასოდეს შეეგუებიან იმას, რომ უკუღმართმა ადამიანებმა, ამ ქვეყნის, ეკლესიის მტრებმა, საქართველოს არევის მსურველებმა, მოწამლონ ახალგაზრდები..." - ამბობდა 17 ივნისს ვატო შაქარიშვილი "TV პირველთან" საუბრისას.


მოძრაობა "აი იას" ლიდერი ვატო შაქარიშვილი, რომელმაც ორგანიზაცია გია გაჩეჩილაძესთან ("უცნობთან") ერთად დააფუძნა და იყო პარტია "ქართული ოცნების" წარმომადგენელი თბილისის საკრებულოში, 17 ივნისს "ფეისბუკში" ამ თავდასხმის დეტალებზე წერდა.


"გორში “სმარტში” გაჩერდა, ერთი ქართველი კაცი მიუახლოვდა, თუ შეიძლება შუშას ჩაუწიე რაღაც მაქვს სათქმელიო… ჩამოწია გირჩმაც, იფიქრა მესალმებაო და ცხვირ-პირში მოხვდა, ეს იმისთვის ჩვენს პატრიარქს და ეკლესიას რომ შეურაცხყოფას აყენებო და წავიდა თავის გზაზე ის კარგი კაცი… ზურა დარჩა შარვალჩახდილი და მოუწია უკან თბილისში დაბრუნება".


 





Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин пообещал продлить скоростные диаметры Москвы в Ярославскую область


Спорт в России и мире
Москва

Представители Росгвардии поздравили воспитанников Центра спорта и образования «Самбо-70» с принятием торжественной клятвы


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Елена Веснина

«Теннисистки заслуживают зарабатывать на равных с мужчинами». Веснина выступила за соразмерные призовые


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Собянин посоветовал москвичам пересаживаться на электромобили





Путин в России и мире
Москва

Рябков: Россия фиксирует реакцию Запада на изменения своей ядерной политики


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко назвал условие, при котором Минск применит ядерное оружие




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Елена Волкова

Подведены итоги конкурса «Мы верим твердо в героев спорта»



Москва

Лавров в ООН: Москва осуждает действия Израиля в Ливане

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net