123ru.net
Radiotavisupleba.ge
Май
2023

ხატია დეკანოიძის და რომან გოცირიძის ინიციირებული კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღეს

0
საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი დაუჭირა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრების, ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძის კანონპროექტს. 30 მაისს გამართულ კენჭისყრაზე რეგლამენტში ცვლილებების პროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით, 91 ხმით მიიღო.


ცვლილებების პროექტის თანახმად, ერთი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს, თუ იმავე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს შექმნილი აქვთ ფრაქცია, უფლება აქვთ შექმნან პოლიტიკური ჯგუფი [მინიმუმ ორ დეპუტატს], თუ მათ დატოვეს შესაბამისი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიის წევრობა.


დეკანოიძემ და გოცირიძემ კანონპროექტის ინიციირება, მას შემდეგ, მოახდინეს, რაც მათ, ენმ-დან ასვლის შემდეგ ცალკე პოლიტიკური ჯგუფის შექმნის უფლებას არ მისცეს. რადგან პოლიტიკური პარტიიდან გამოყოფილ პოლიტიკოსებს პოლიტიკური ჯგუფის შექმნის საშუალება მხოლოდ იმ შემთხვევაში ჰქონდათ თუკი ისინი არა საარჩევნო ბლოკით, არამედ პარტიის რიგებიდან იყვნენ არჩეულები. შესაბამისად, პარტია „ქართული ოცნების" დატოვების შემდეგ პოლიტიკური ჯგუფის ფორმირება შეძლეს „ხალხის ძალამ" და პარტიამ „საქართველოსთვის".


საკანონმდებლო ცვლილების საბოლოდ მიღების შემდეგ ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე გეგმავენ შექმნან პოლიტიკური ჯგუფი „ევროოპტიმისტები".


ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ზარქუა მიესალმა დეპუტატების გასვლას „ნაციონალური მოძრაობიდან" და თქვა, რომ ამიტომ დაუჭირა მხარი კანონპროექტს.


„ახლა უმრავლესობის გვერდით დგომით თქვენც და სხვებსაც, ვინც იქ ტყვეობაში არიან, შესაძლებლობა მოგეცათ გამოხვიდეთ და თამამად და ობიექტურად ილაპარაკოთ - თეთრზე თეთრი თქვათ, შავზე - შავი და არ გქონდეთ ჩემი ხაბეს და კეზერას რიდი სიმართლე თქვათ თუ არა!“ - მიმართა გოცირიძეს ზარქუამ.


ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან ბეჟაშვილმა 29 მაისს განაცხადა, რომ კანონპროექტის მიღება ხელს უწყობს ენმ-დან დეპუტატების გასვლას.


„პოლიტიკური ჯგუფების შექმნას მოჰყვება გარკვეული სიკეთეები - სახელფასო ფონდი, სარეგლამენტო დრო და ა.შ. ეს კანონპროექტი ქმნის შესაძლებლობასა და ცდუნებას, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გავიდნენ დეპუტატები და ამ გასვლის შემთხვევაში მათ ექნებათ პოლიტიკურ ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა, რაც აქამდე არ ყოფილა“, - თქვა ბეჟაშვილმა.


ახალი კანონპროექტის მიღების შემდეგ პოლიტიკური ჯგუფის შექმნის საშუალება ექნებათ ნატო ჩხეიძეს, როსტომ ჩხეიძესა და ნიკა მაჭუტაძეს, რომლებმაც ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" დატოვება მოუწიათ.


დეკანოიძემაც და გოცირიძემაც სხვადასხვა დროს, მას შემდეგ დატოვეს პარტია "ნაციონალური მოძრაობა", რაც მისი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა.


"ნაციონალურ მოძრაობაში" პარტიის თავმჯდომარის ორდღიანი არჩევნები 30 იანვარს დასრულდა ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებით. არჩევნებში მონაწილეობდა პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელიაც, რომელიც დამარცხდა.


ხაბეიშვილის არჩევიდან მეორე დღეს, 31 იანვარს, ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ ტოვებდა პარლამენტში ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობას. დაახლოებით ორ კვირაში, 17 თებერვალს, რომან გოცირიძემ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ის აღნიშნავდა, რომ პარტიის ფარგლებში პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობები ამოწურა. 23 მარტს კი ხატია დეკანოიძემ მიიღო პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება.





Загрузка...


Губернаторы России
Москва

Сергей Собянин. Главное за день


Спорт в России и мире
Москва

Глава ВФХГ Винер заявила, что получает 168 тысяч рублей в месяц


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Зарина Дияс

Зарина Дияс может встретиться с Ариной Соболенко на топовом турнире


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

«Чистая Арктика» разработает стандарт сбора и вывоза отходов из удаленных мест





Путин в России и мире
Москва

Рябков: Россия фиксирует реакцию Запада на изменения своей ядерной политики


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко назвал условие, при котором Минск применит ядерное оружие




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Концерт

Концерт ко Дню пожилого человека пройдет в Мытищах 1 октября



Москва

Не перегрузился ли молодой организм якутского борца? Лев Павлов является кандидатом на поездку на чемпионат мира

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net