უკრაინის დროშის შებღალვის საქმეზე შსს-მ ერთი პირი დააჯარიმა
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლით, თუ ადამიანი შებღალავს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის მქონე რომელიმე ქვეყნის დროშას ან გერბს, რომელიც საქართველოს რომელიმე სახელმწიფო უწყებას აქვს აღმართული, 1000 ლარით დაჯარიმდება.
პრორუსული პარტია „კონსერვატიული მოძრაობის" ლიდერმა კონსტანტინე მორგოშიამ უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ პირი, რომელმაც დროშა ჩამოგლიჯა, მათი თანაგუნდელია.
დროშის ჩამოხევის ფაქტს გამოეხმაურა საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრი კასიანოვი.
„აბსოლუტურად მიუღებელი სიტუაციაა ჩვენი, უკრაინული სიმბოლიკის შებღალვასთან დაკავშირებით. ჩვენ შევატყობინეთ ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ვითანამშრომლებთ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან, რათა ეს ინციდენტი გამოძიებული იყოს და დამნაშავეები დაისაჯონ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად", - თქვა დიპლომატმა.