Добавить новость
123ru.net
Radiotavisupleba.ge
Апрель
2023

უზენაესის თავმჯდომარე: დადგა ეტაპი, როდესაც მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში

0
უზენაესის თავმჯდომარე: დადგა ეტაპი, როდესაც მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და ამავდროულად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე მადლობას უხდის საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, მხარდაჭერისთვის. მოსამართლეებსა და პრემიერ-მინისტრს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ქადაგიძემ ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე მხარდაჭერა გამოხატა იმ მოსამართლის მიმართ, რომელიც სანქციების დაწესების გამო აშშ-ს ზეწოლაში ადანაშაულებს. 

"დადგა ის ეტაპი, როდესაც მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში. ყოველ შემთხვევაში, გარკვეულ სწორ ხედვებზე დაფუძნებული ნორმატიული ჩარჩო იქნეს შემუშავებული, რაზეც ჩვენ ბატონ ირაკლისაც ვესაუბრეთ, რომელიც ფაქტობრივად გამორიცხავს სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევას და აგრეთვე მინიმუმამდე დაიყვანს სასამართლოში პოლიტიკის გავლებას.

კიდევ ერთხელ ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ბატონ ირაკლის და ვფიქრობ, რომ მისი მხარდაჭერა და თანადგომა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემისთვის", - თქვა ნინო ქადაგიძემ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მოსამართლეებისგან მოისმინა ინფორმაცია მათ საქმიანობაში ჩარევის შესახებ.

"პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ეს იყო დახურული შეხვედრა, ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენი საუბრის შინაარსს მე ვერ გაგიზიარებთ. მე მოვისმინე ძალიან ბევრი ინფორმაცია, მათ შორის შემაშფოთებელი, მე ვიტყოდი. იყო ინფორმაცია გარკვეული ზეწოლის, ჩარევების შესახებ, რაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არის აბსოლუტურად მიუღებელი და ასევე მოვისმინე ძალიან ბევრი კარგი ინიციატივა და ახალი იდეები, რომელიც არსებობს საბჭოში და ამის თაობაზე გვქონდა საუბარი...

[ზეწოლაზე] მივიღე ინფორმაცია, მოვისმინე ბატონი დიმიტრისგან, სხვა მოსამართლეებისგან, საბჭოს წევრებისგან. ეს იყო დახურული შეხვედრა, მე ამ ფაქტებზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მოვა დრო და ამას საზოგადოება გაიგებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სანქციის გამოყენების გამო აშშ-ს მხრიდან ზეწოლაზე მედიასთან ისაუბრა მოსამართლე ლევან მურუსიძემ, რომელიც არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრიც.

"მთავარია, ქართველ საზოგადოებას გავაგებინოთ, დღეს რაც ხდება, არის პირდაპირ თავდასხმა მართლმსაჯულების სისტემაზე და საუბარია მოსამართლეებისთვის მესიჯის გაგზავნაზე, რომ თუ ჩვენ, მოსამართლეები, არ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ამერიკის ელჩისთვის, საელჩოსთვის არის მისაღები, ბუნებრივია, მათი მხრიდან განხორციელებული იქნება ამდაგვარი ზეწოლა, როგორიც განხორციელდა ჩემზე..." - აღნიშნა მან.

5 აპრილს აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება, სავიზო სანქციები დაეწესებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლისთვის. ესენი არიან თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე (ყოფილი მოსამართლე). სანქცია ეხება მათი ოჯახის წევრებსაც.

საქართველოში აშშ-ის ელჩმა დამატებით განმარტა ამ სანქცირების მიზეზი. მან თქვა, რომ გადაწყვეტილება ეფუძნება სანდო და შეთანხმებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ეს მოსამართლეები "საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში".






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин: В этом году в ТиНАО будет благоустроено несколько больших зон отдыха


Спорт в России и мире
Москва

Певец Крид заявил, что бывшие сделали его сильнее


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

WTA "кинул" Рыбакину и Швентек


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Аномальная жара ожидается в Москве в первые дни июля





Путин в России и мире
Москва

Песков: собаки, подаренные Путину Ким Чен Ыном, уже адаптируются в Москве


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко обратился к лидеру Туркменистана




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

В Киеве переполох: Зеленский ищет способы слиться из-за фиаско Байдена на дебатах с Трампом


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Оззи Осборн

Жена Оззи Осборна работает над мультфильмом про него и покойного Килмистера



Москва

Предложением руки и сердца завершился выпускной вечер для воронежской студентки

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net