დეპუტატები მიდიან, მანდატები რჩება - "ოცნების" აწმყო სრული და წარსული განუსაზღვრელი
"ოცნების" დეპუტატი, ირაკლი კოვზანაძე პირველია, ვინც მანდატის დატოვების თხოვნით პარლამენტს მიმართა იმ 6-წევრიანი ჯგუფიდან, რომელთაგანაც ზოგი ადასტურებს და ზოგიც არ უარყოფს - რომ 7 მარტს მხარი არ დაუჭირა ე.წ. აგენტების შესახებ კანონს. პარლამენტში მოლოდინია, რომ მანდატებს მალე სხვებიც დატოვებენ.