Добавить новость
123ru.net
Radiotavisupleba.ge
Январь
2023

გახარიას პარტიის წევრის თქმით, სამინისტრომ იძულებული გახადა, თეატრალურ უნივერსიტეტში საქმიანობა შეეწყვიტა

0
გახარიას პარტიის წევრის თქმით, სამინისტრომ იძულებული გახადა, თეატრალურ უნივერსიტეტში საქმიანობა შეეწყვიტა

ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიის "საქართველოსთვის" წევრი, რუსუდან თევზაძე, რომელიც თეატრალურ უნივერსიტეტში მუშაობდა, ამბობს, რომ გასული წლის ბოლოს სამინისტრომ იძულებული გახადა სამსახური დაეტოვებინა.

თავის ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში, იგი წერს, რომ სამინისტრომ, "უაპელაციოდ და მიკერძოებულად" გადაწყვიტა, რომ მისი პარტიული კუთვნილების გამო აღარ უნდა ყოფილიყო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

"...მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ექვსი წელი უდიდესი პასუხისმგებლობითა და თავდადებით ვემსახურე თეატრისა და კინოს უნივერსიტეტს, შესაბამისმა კურატორმა სამინისტრომ, სრულიად უაპელაციოდ და მიკერძოებულად გადაწყვიტა, რომ ჩემი პარტიული კუთვნილების გამო, აღარ უნდა ვიკავებდე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევით პოზიციას და პრაქტიკულად უნივერსიტეტი თავისი თანამშრომლებით აიყვანა მძევლად და დაიწყო გაცხოველებული ვაჭრობა ბიუჯეტის საკითხით. ცხადია, პერსონალურ ეგოს და პირად ინტერესს ვარჩიე ჩემი ძვირფასი კოლეგების ბედი და მივიღე გადაწყვეტილება შემეწყვიტა უნივერსიტეტთან საქმიანი ურთიერთობა..." - წერს რუსუდან თევზაძე.

რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში იგი დეტალურად ჰყვება, რა უძღვოდა წინ მისი უნივერსიტეტიდან წასვლას. მისი სიტყვებით, მინისტრმა თეა წულუკიანმა რექტორს პირადად უთხრა, რომ რუსუდან თევზაძე სამსახურიდან უნდა წასულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, უნივერსიტეტის დაფინანსება არ გაიზრდებოდა.

თევზაძის თქმით, საქმე ეხება მთავრობის განაცხადს, 2023 წელს სამინისტროებისა და სსიპ-ების ბიუჯეტის გაზრდაზე.

"მოიცალა კონკრეტულად და ქმედითად ჩემთვის... ბიუჯეტი კი გაეზარდა კულტურის სამინისტროს, მაგრამ ეს ბიუჯეტი წაიღო საკუთარ შემოსავალში, ჩაიდო ჯიბეში და დაელოდა მომენტს ჩასაფრებულად. აი, იქ დაიწყო ვაჭრობა - [რუსუდან] თევზაძე წაბრძანდება, წაეთრევა, უსაქმური... და მაშინ მიიღებთ უნივერსიტეტი გაზრდილ ბიუჯეტს. ეს მესიჯები ითქვა მინისტრისგან, შუაში მყოფი ძალიან ცნობადი პერსონებისგან, რომელთა გვარ-სახელებს ვერ ვიტყვი. პირისპირ მითხრეს მე ეს... აი, ასეთი, ქურდული გარჩევის პრინციპით, შემოთვლებით, დაბარებით, ფიზიკურად ადამიანები მოვიდნენ...

ცალსახად, ერთმნიშვნელოვნად [უკავშირდება პარტიულ საქმიანობას] და მინისტრისგან სიტყვიერადაა ნათქვამი, რომ "ეს ქალი, უსაქმური, ორ საქმეს ვერ გააკეთებს", - ჰყვება ის.

კითხვას, როგორ შეხვდნენ ამ ამბავს უნივერსიტეტის თანამშრომლები, რექტორი, რუსუდან თევზაძემ ასე უპასუხა:

"ძალიან ბევრმა თანამშრომელმა ივაჟკაცა, მირეკავენ, მწერენ. ბევრს ჰქონდა [აზრი] რომ... გვირჩევნია ასე, სტაბილურად, როგორღაც გავიაროთ ეს ორი წელი... ძალიან მიჭირს ამის თქმა ... წითელ ხაზზე ღირსეულად ვერ გაიარა რექტორმა. ძალიან შეეშინდა და გაუწვა ბოლომდე".

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა თეატრალურ უნივერსიტეტს. მათი პასუხი მიღებისთანავე აისახება ტექსტში.

25 ნოემბერს თეატრალურ უნივერსიტეტს კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი სტუმრობდა. "ამ უნივერსიტეტს სჭირდება რეფორმა, უნივერსიტეტს სჭირდება გამართული იყოს წელში" - თქვა მან იქ ყოფნისას. მინისტრი უნივერსიტეტში ახლადგამოცემული წიგნის, მსოფლიო თეატრის ისტორიის V ტომის პრეზენტაციაზე იყო მიწვეული.

მან ღონისძიებაზე შეკრებილებს უთხრა, რომ მომავალ წელს არსებობს შესაძლებლობა მიიღონ დაფინანსება რეფორმისთვის, რაც საშუალებას მისცემს გაზარდონ დასაქმებულების ხელფასი და გააუმჯობესონ სწავლების ხარისხი.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Сергей Собянин. Главное за день


Спорт в России и мире
Москва

Певец Крид заявил, что бывшие сделали его сильнее


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Дарья Касаткина

Касаткина и Шнайдер завоевали по трофею, Швейцария выбила Италию на Евро. Главное к вечеру


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Многие краснодарцы к 25 годам имеют несколько высших образований, семью и бизнес





Путин в России и мире
Москва

Песков рассказал, где будут жить собаки, подаренные Путину Ким Чен Ыном


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко обратился к лидеру Туркменистана




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

В Киеве переполох: Зеленский ищет способы слиться из-за фиаско Байдена на дебатах с Трампом


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Мари Краймбрери

От Uma2rman до Мари Краймбрери: Velvet Music отметили 20-летие



Москва

La Strada в Москве: ограничения движения запланированы на 30 июня

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net