Добавить новость
123ru.net
Radiotavisupleba.ge
Январь
2023

იყო ტკივილი, სირთულე და რისკები, მაგრამ გვქონდა წარმატება ყველა მიმართულებით - პრემიერის საახალწლო მილოცვა

0
იყო ტკივილი, სირთულე და რისკები, მაგრამ გვქონდა წარმატება ყველა მიმართულებით - პრემიერის საახალწლო მილოცვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საახალწლო მილოცვაში გასული წლის გამოწვევებსა და მიღწევებზე ისაუბრა. მისი თქმით, გასული წელი მარტივი არ ყოფილა, მაგრამ ასევე იყო წარმატება ყველა მიმართულებით.

"კიდევ ერთ წელს ვაცილებთ ერთად, რომელიც მარტივი არ ყოფილა და ბევრი ტკივილით, სირთულითა და რისკებით დაგვამახსოვრა თავი, მაგრამ ასევე გვქონდა ბევრი წარმატება და პროგრესი ყველა მიმართულებით. ჩვენ ერთად, ზომიერებითა და გონიერებით, რაც მთავარია, მშვიდად და სტაბილურად გავიარეთ ეს წელი და იმედით ვეგებებით ახალი 2023 წლის შემობრძანებას. წელს საქართველომ ისტორიული ნაბიჯი გადადგა, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი შევიტანეთ და ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა", - თქვა მან.

მან თავდაუზოგავი შრომისთვის და ქვეყნის სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა ჯარისკაცებს, პოლიციელებს, მეხანძრე-მაშველებს, ექიმებს, მასწავლებლებს, სპორტსმენებს, საჯარო მოხელეებს. პრემიერმა ახალი წელი მიულოცა უკრაინის მოქალაქეებს და მათ სამშობლოში მშვიდობიანი დაბრუნება უსურვა.

"უკრაინაში მიმდინარე ომმა არა მხოლოდ უამრავი ადამიანის, ოჯახის ცხოვრება შეცვალა, არამედ სრულიად ახალი გეოპოლიტიკური რეალობა შექმნა ჩვენს რეგიონში, ევროპასა და მთლიანად მსოფლიოში", - აღნიშნა პრემიერმა.

უკრაინაში ომზე საუბრის შემდეგ მან ახსენა ხელისუფლების გადაწყვეტილებები, რომელიც, მისი თქმით, რისკების გაცნობიერებას ემყარებოდა და მიზანი ქვეყნის ინტერესები, სტაბილურობა, უსაფრთხოება და უკეთესი მომავალი იყო.

"ამ გონიერი და შედეგებზე ორიენტირებული პოლიტიკის კონკრეტული ნაყოფია მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდა, რომელიც ჩვენი ხალხის კეთილდღეობის კიდევ მეტ საშუალებას იძლევა. ჩვენი ეროვნული ინტერესები, სახელმწიფოსა და ხალხის უსაფრთხოება, მისი სტაბილური მომავალი ჩვენი მთავრობის ამოსავალი და მთავარი სტრატეგიის საყრდენია.

ქართველი ხალხი გონიერებას მუდამ ზომიერებით ზომავდა, მცირერიცხოვანი, მრავალჭირნანახი ერის მთავრობას განსაკუთრებული ზომიერება და გონიერება მართებს დღევანდელ მრავალრისკიან გარემოში. საქართველოს მოსახლეობა, მათ შორის ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამემამულენი, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები სულ უფრო რწმუნდებიან, რომ საქართველო სტაბილურობით, სიმშვიდით, უსაფრთხოებით, განვითარების ტემპით მათთვისაც სასურველი სახლია, სადაც ისინიც დაცულად ყველა იმ სიკეთით და კეთილდღეობით ისარგებლებენ", - თქვა პრემიერმა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს ახალი წელი მიულოცა.

მას "ახალი ხედვით, ამბიციური, მასშტაბური გეგმებითა და პროექტებით და მეტი შემართებით" მოლოდინი აქვს, რომ 2023 წელი იქნება "უკეთესი, კიდევ უფრო წარმატებული, უფრო ბარაქიანი და მშვიდი":

"ძვირფასო მეგობრებო, ჩვენს საზოგადოებას კარგად ესმის, რა სჭირდება მას და რა სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას წინსვლისა და კეთილდღეობისთვის. ჩვენ გვესმის ჩვენი ხალხის დაკვეთა და ჩვენ ვასრულებთ ჩვენი ხალხის ნებას, ჩვენ ვემსახურებით მხოლოდ საქართველოს ინტერესებს. მადლიერება ქართველთა ერთ-ერთი ძვირფასი ღირებულებაა, ხოლო იმედი და თავისუფლება ჩვენი იდენტობის ნაწილია, ამიტომ მადლიერებით გავაცილოთ 2022 წელი და იმედით, პოზიტიური განწყობითა და შემართებით შევეგებოთ 2023 წელს".






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Сергей Собянин подвел итоги конкурса «Новатор Москвы»


Спорт в России и мире
Москва

Камила Валиева поступит в ВУЗ и будет учиться на тренера


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Уимблдон

Теннисистка Анастасия Тихонова вышла в ½ финала квалификации Уимблдона


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

На российскую столицу надвигается африканская жара





Путин в России и мире
Москва

Путин указал на важность науки и образования для развития России


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Посол Беларуси: Визит Лукашенко придал дополнительный импульс развитию двустороннего сотрудничества




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

ЕС заключил с Киевом договор о «безопасности»


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Надежда Бабкина

Всероссийский фестиваль под художественным руководством Надежды Бабкиной пройдет в Псковской области



Москва

Новую мобильную модульную подстанцию установили в Чехове

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net