123ru.net
Radiotavisupleba.ge
Декабрь
2021

სააკაშვილის განცხადებით, ივანიშვილმა ტიკარაძეს არ აპატია ობიექტური კონსილიუმის შექმნა

0
გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ მედიას მისი წერილი გააცნო პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ.


სააკაშვილი გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის გადაწყვეტილებას თანამდებობის დატოვების შესახებ. ყოფილი პრეზიდენტი ამას უკავშირებს მის ჯანმრთელობის საკითხზე სახელმწიფო კონსილიუმის შექმნას, რომელიც სააკაშვილის შეფასებით, ობიექტური პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული.


„კოვიდის მართვის სრული ჩავარდნა აპატია ჯანდაცვის მინისტრს ტიკარაძეს ივანიშვილმა, მაგრამ არ აპატია ობიექტური სპეციალისტების მიერ დაკომპლექტებული სახელმწიფო კომისიის შექმნა ჩემს საკითხზე. ის რომ მან უარი თქვა რატის [ბრეგაძის] როლი მოერგო და ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ყოველგვარი ტყუილები ელაპარაკა, რასაც მას მთავრობა სთხოვდა. ბოლოს ტიკარაძემ შეუერთა თავისი ხმა კლინიკაში ჩემს გადაყვანის მსურველებს.


კოვიდპასპორტები იყო ბოლო წვეთი. ახლაც კარგად აჩვენებს ეს ყველაფერი თუ როგორ არ ადარდებს მთავრობას ადამიანის სიცოცხლეს. მიუხედავად ყველაფრისა, მინდა ჩემგან გადავუხადო ქალბატონ ტიკარაძეს დიდი მადლობა, რომ მან ასეთ რთულ მდგომარეობასა და სიტუაციაში შეინარჩუნა ადამიანობა“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.




რამდენიმე საათის წინ პარტია „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქმიანობას გააგრძელებს მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოში.




13 ოქტობერს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრომ ექიმთა კონსილიუმი შექმნა.


ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 20 ნოემბრიდან იმყოფება გორის სამხედრო ჰოსპიტალში. უკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნებულ სააკაშვილს, რომელიც 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს, დაკავების დღიდან შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული, ჯერ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, შემდეგ კი გლდანში, სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც, ექსპრეზიდენტის განცხადებით, მოტყუებით და იძულებით გადაიყვანეს. მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება.


2018 წელს საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე, მათ შორის 2007 წლის ნოემბერში, ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე და საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით. მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.


2021 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მძიმე დანაშაულის დაფარვის და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების მუხლებით ბრალდებულია ტრაილერის მფლობელი, ელგუჯა ცომაია. 1 ოქტომბერს პოლიციამ მიხეილ სააკაშვილი თბილისში, ცომაიას ბინაში დააკავა. ამავე საქმეზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულია კიდევ 3 პირი.





Загрузка...


Губернаторы России
Москва

«В ближайшие регионы»: Собянин анонсировал продление МЦД до четырёх областей


Спорт в России и мире
Москва

Подведены итоги конкурса «Мы верим твердо в героев спорта»


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
ATP

Пекин (ATP). 2-й круг. Котов сыграет с Коболли, Сафиуллин – с Синнером, Медведев – с Маннарино


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Собянин посоветовал москвичам пересаживаться на электромобили





Путин в России и мире
Москва

Рябков назвал «развернутой» реакцию Запада на заявления по ядерной доктрине РФ


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Как только НАТО нападет на Беларусь, будет применено ядерное оружие – Лукашенко




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Фрэнк Синатра

СМИ: съёмки фильмов Мартина Скорсезе про Иисуса Христа и Фрэнка Синатру перенесли на неопределённый срок



Москва

Автомобили с 1 октября подорожают из-за новых ставок утильсбора

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net