Добавить новость
123ru.net
Radiotavisupleba.ge
Март
2021

ელენე ხოშტარიამ დავით ხიდაშელზე საგამოძიებო ვიდეო გამოაქვეყნა

0

მოძრაობა "დროა" და მისი დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია  დავითგარეჯის საქმესთან დაკავშირებით  საგამოძიებო ვიდეოს აქვეყნებს, სადაც დავით ხიდაშელის დანაშაულებრივ რეჟიმებთან კავშირზე და მის რუსულ ინტერესებზე საუბრობს. ხოშტარიას თქმით დავით-გარეჯის საქმე სინამდვილეში რუსული საქმეა და სწორედ ამგვარი ჩარევები კრემლის მხრიდან ართულებს მოლაპარაკების პროცესს საქართველოსა და მის მეზობელ პარტნიორ ქვეყანას, აზერბაიჯანს შორის. დავით ხიდაშელი კარტოგრაფების საქმის ერთ-ერთი მთავარი ფუგურაა, სწორედ მას თხოვა ბიძინა ივანიშვილმა რუსეთის არქივებიდან კარტოგრაფიული მასალის მოძიება და ჩამოტანა საქართველოში, მის მიერ მოპოვებული რუკების საფუძველზე გააგზავნა მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წერილი გენერალურ პროკურატურაში გამოძიების დაწყების თხოვნით. 

ელენე ხოშტარია ვიდეოში ამბობს, რომ ბერძნული კომპანია ინტრაკომი, სადაც დავით ხიდაშელი მუშაობს,  სინამდვილეში კრემლის ინტერესების გამტარი რუსული კომპანიაა და 2006 წლიდან 2016 წლამდე იყო რუსული "სისტემას" ნაწილი.

"დავით ხიდაშელი 2007 წლიდან უმსხვილეს რუსულ საკომუნიკაციო კომპანია სისტემას შეუერთდა და ვიცეპრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა. კომპანია სისტემას დამფუძნებელი და აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელი ვლადიმირ ევტუშენკოვი, პუტინთან დაახლოებული ბიზნემენია. როგორც ირკვევა, კომპანია სისტემა გაეროს სანქციების გვერდის ავლით, კიმ ჩენ ინის რეჟიმის დროს ჩრდილოეთ კორეელ მოქალაქეებს ასაქმებდა. კომპანია სისტემა 2014 წელს, მაიდნის მოვლენების დროს ვიქტორ იანუკოვიჩს აფინანსებდა და მისი კუთვნილი ბანკების მეშვეობით ფულის გათეთრებაში ეხმარებოდა. სისტემა დაკავშირებულია 90-იანი წლების ერთ-ერთ უდიდეს კრიმინალურ დაჯგუფება სოლნცევოსთან" - ყვება ელენე ხოშტარია გამოძიებაში.

ხოშტარიამ იმის დამამტკიცებლად, რომ რუსულ-ბერძნული კომპანია ინტელკომი ასადის რეჟიმს სატელეკომუნიკაციო სისტემებით ამარაგებდა, მაშინაც კი, როცა ის სანქციებს დაექვემდებარა, გაასაჯაროვა ელექტრონული მიმოწერა,  რომელიც სირიის რეჟიმის ლიდერს, ბაშარ ალ ასადსა და ხიდაშელის ე.წ. ბერძნულ კომპანიას, Intracom-ს შორის სირიის ომის დროს მიმდინარეობდა.

"დროას" ცნობით, მიმოწერიდან ირკვევა, რომ ხიდაშელის კომპანია სანქციების გვერდის ავლით სატელეკომუნიკაციო სისტემებით ამარაგებდა ასადის რეჟიმს მაშინ, როცა სირიაში ომი მიმდინარეობდა და სირიის ლიდერი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს იყენებდა.

ელენე ხოშტარიას მიერ გასაჯაროვებული შტაზის არქივის დოკუმენტებით ირკვევა, რომ კომპანია ინტრაკომის დამფუძნებელი და მთავარი აქციონერი, სოკრატის კოკალისი შტაზის აგენტი იყო. ხოშტარია ამბობს, რომ სწორედ შტაზის აგენტობის დროს დააგროვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია  კოკალისმა, რამაც შემდეგ მისი ბიზნესის წარმატება განაპირობა.

საგამოძიებო ვიდეოში ელენე ხოშტარია ამბობს იმასაც, რომ მართალია დავით ხიდაშელი ევროპაში, კერძოდ შვეიცარიაში, ჟენევაში ცხოვრობს, მაგრამ ეს ადგილი ტბის პირად "რუსულ სოფლად" იწოდება და იქ რუსი ჩინოვნიკების, KGB-სა და FSB-ს წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები ცხოვრობენ. "რუსული სოფლის" არსებობას ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურებიც ადასტურებენ. 

კარტოგრაფების საქმის გამოძიების საწყის ეტაპზე დავით ხიდაშელზე და მის რუსულ კავშირებზე რადიო თავისუფლებაც წერდა. დავით ხიდაშელი ერთ-ერთია იმ ქართველ ბიზნესმენებს შორის, რომლებიც “პანამის დოკუმენტებში” მოხვდნენ. რაც შეეხება  ბერძნულ სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების მწარმოებელ კომპანია INTRACOM S.A. TELECOM SOLUTIONS-ს, რომლის  დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტიც ხიდაშელია, მისი აქციების 51%-ს რუსული საფინანსო-ინდუსტრიული ჯგუფი АФК “Система” ჩეხეთში დარეგისტრირებული ფირმის მეშვეობით ფლობს.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин назвал победителей профессионального конкурса среди водителей автобусов


Спорт в России и мире
Москва

Многие краснодарцы к 25 годам имеют несколько высших образований, семью и бизнес


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Уимблдон

Уимблдон. 1 июля. Мирра Андреева и Синнер сыграют последним запуском, Медведев стартует в 15:00


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Синоптик Леус: на Москву надвигается жара до +34 градусов





Путин в России и мире
Москва

Песков: подаренные Ким Чен Ыном Путину собаки проходят адаптацию в Москве


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко обратился к лидеру Туркменистана




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

В Киеве переполох: Зеленский ищет способы слиться из-за фиаско Байдена на дебатах с Трампом


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Виктор Тепляков

Депутат ЗСК Виктор Тепляков провёл обход на территории под Верещагинским виадуком в Сочи



Москва

Дочь Началовой выбрала профессию

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net