Добавить новость
123ru.net
Radiotavisupleba.ge
Январь
2023

Новости за 16.01.2023

ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიაში გაემგზავრა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ის დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. "ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს როგორც მსოფლიო ლიდერებთან, ისე მსხვილი საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელებთან. დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა პანელურ დისკუსიებზე", - წერია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ირაკლი ღარიბაშვილის დელეგაციის წევრები არიან ვიცე-პრემიერი... Читать дальше...

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინე ლამბრეხტმა განაცხადა, რომ ტოვებს თანამდებობას

Radiotavisupleba.ge 

გერმანიის თავდაცვის მინისტრი კრისტინე ლამბრეხტი გადადგა მას შემდეგ, რაც მას მუდმივად აკრიტიკებდნენ სამხედრო მოდერნიზაციისა და უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხებთან დაკავშირებით. 16 იანვარს ლამბრეხტმა განაცხადა, რომ გადადგომის თხოვნით მიმართა კანცლერ ოლაფ შოლცს. ლამბრეხტის თქმით, „თვეების განმავლობაში ჩემს პიროვნებაზე მედიის ფოკუსი“ ხელს უშლიდა ფაქტობრივ დებატებს შეიარაღებული ძალებისა და გერმანიის უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ. ლამბრეხტმა, რომელიც სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) წევრია... Читать дальше...

სააპელაციომ ლაშქარავას საქმეზე ბრალდებულებს სასჯელი შეუმცირა, გამორიცხა ჯგუფური ძალადობა

Radiotavisupleba.ge 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სასჯელი შეუმცირა 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე თავდასხმაში ბრალდებულებს. ტვ პირველის გარდაცვლილ ოპერატორზე, ლექსო ლაშქარავაზე, მის თანმხლებ ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიასა და პირველი არხის ოპერატორ ილია თვალიაშვილზე მოძალადეებს 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება მოსამართლე მაია თეთრაულმა 16 იანვარს გამოაცხადა. პირველი ინსტანციის სასამართლოს 2022 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით, ბრალდებულებს 5-წლიანი პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი. ბრალდებულები დავით კუტალაძე... Читать дальше...



ვიქტორ მედვედჩუკი: ჯობია, უკრაინა იყოს "კიდევ ერთი რუსეთი"

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულმა პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსმა ვიქტორ მედვედჩუკმა, რომელსაც ახლახან ჩამოართვეს უკრაინის მოქალაქეობა და უმაღლესი რადის დეპუტატობა, პირველად გააკეთა პოლიტიკური განცხადება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შესახებ. კრემლის მხარდამჭერ რუსულ გაზეთ „იზვესტიაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელსაც ხელს აწერს მედვედჩუკი, ლიდერი უკრაინაში ამჟამად აკრძალული პარტიისა „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“, უკრაინაში ომის გაჩაღებას აბრალებს დასავლეთს და კონფლიქტში ფაქტობრივად რუსეთის მხარეს დგება. Читать дальше...

ცხინვალში ხელყუმბარის აფეთქება, შესაძლოა, მიმართული ყოფილიყო ჰააგის მიერ ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ

Radiotavisupleba.ge 

ხელყუმბარა ცხინვალში14 იანვარს, საღამოს, ძმები გუბაევების ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში აფეთქდა. რადიო თავისუფლების პროგრამა "ეხო კავკაზა" წერს, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, აფეთქების შედეგად დაზიანდა სახლთან გაჩერებული სამი მანქანა, ნამსხვრევებმა კი ორი ბინის ფანჯრები ჩაამსხვრია. დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროში დეტალებს არ ახმაურებენ და აცხადებენ, რომ ამ ფაქტზე მიმდინარეობს მოკვლევა. ამასთან, როგორც ჟურნალისტი არზუ მამედოვა იტყობინება... Читать дальше...

DRI ლევან ბერძენიშვილის საქმეზე: მოძალადე ჯგუფები ხელისუფლების წახალისებულია

Radiotavisupleba.ge 

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" აცხადებს, რომ მოძალადე ჯგუფები ხელისუფლების წახალისებულია. ასე ეხმიანება ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია ყვარელში 15 იანვარს მომხდარ შემთხვევას, როცა ლიტერატორ ლევან ბერძენიშვილს მოქალაქეთა ერთმა ჯგუფმა არ მისცა ილია ჭავჭავაძეზე ლექციის წაკითხვის საშუალება. "ყვარელში მომხდარი თავდასხმის დროს, შეკრებილებს შორის შენიშნეს საჯარო მოხელეები, რაც მიანიშნებს, რომ ხელისუფლების მისამართით კრიტიკულად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ ფიზიკური ანგარიშსწორების... Читать дальше...

"ხალხის ძალის" განცხადებით, სააკაშვილის პარტნიორებს ორი მიზანი აქვთ: გათავისუფლება ან ლიკვიდაცია

Radiotavisupleba.ge 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ შექმნილი მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის პარტნიორები თუ მიხეილ სააკაშვილს ვერ გაათავისუფლებენ, გეგმა მისი "მოშორება" იქნება. პოლიტიკოსების ამ განცხადებაში საუბარია, რომ საბოლოო მიზანი ქვეყანაში "მეორე ფრონტის გახსნაა". ამ განცხადების მიხედვით, სააკაშვილი თავის პარტნიორებს აშანტაჟებს 2008 წლის ომთან და 2003 წლის "ვარდების რევოლუციაზე" მტკიცებულებების გასაჯაროებით. "ასეთ პირობებში, ბუნებრივია, პატრონები... Читать дальше...

ბოსფორის სრუტეში გემების მიმოსვლა შეჩერდა

Radiotavisupleba.ge 

ბოსფორის სრუტეში ნაოსნობა დროებით შეწყდა. სააგენტო "ანადოლუ" თურქეთის სანაპირო დაცვის სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ სტამბოლის მახლობლად მეჩეჩზე დაჯდა სატვირთო გემი, რომელიც უკრაინიდან მოემართებოდა. მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. ინციდენტის ამოწურვამდე ბოსფორის სრუტეში გემების მოძრაობა შეჩერებულია. საომარი მოქმედებების ფონზე, უკრაინამ და რუსეთმა თურქეთის და გაეროს შუამავლობით, 2022 წლის ივლისში, სტამბოლში მიაღწიეს შავი ზღვით უკრაინული ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტის განახლების შეთანხმებას. Читать дальше...



რუსეთმა და ბელარუსმა დაიწყეს ერთობლივი სამხედრო წვრთნები

Radiotavisupleba.ge 

დღეს, 16 იანვარს, რუსეთმა და ბელარუსმა დაიწყეს ერთობლივი საჰაერო-ტაქტიკური სწავლება, რომელშიც ორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების საავიაციო ქვედანაყოფები მონაწილეობენ. ამის შესახებ ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო იუწყება. მისი ინფორმაციით, წვრთნებში ჩართული არიან რეგიონული დაჯგუფების შემადგენლობაში მყოფი ქვედანაყოფები. რუსეთის მხრიდან სწავლებაში მონაწილეობს საჰაერო-კოსმოსური ძალების საჯარისო ფორმირება. ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ცნობითვე, ერთობლივი წვრთნისთვის, რომელიც მოიცავს საჰაერო დაზვერვას... Читать дальше...

35-მდე გაიზარდა დნეპრის საცხოვრებელ სახლზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი

Radiotavisupleba.ge 

მაშველებმა კიდევ რამდენიმე დაღუპულის ცხედარს მიაკვლიეს უკრაინის ქალაქ დნეპრში, რუსული რაკეტით დანგრეული მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში. ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვალენტინ რეზნიჩენკო იუწყება. მისივე ცნობით, 14 იანვარს განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა. მათ შორის 2 ბავშვია. დაჭრილია 75 ადამიანი, მათგან 14 ბავშვი. რეზნიჩენკოს ინფორმაციით, ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 35 ადამიანი. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. Читать дальше...

"ანგარსკელი მანიაკი" რუსულ არმიაზე "ოცნებობს"

Radiotavisupleba.ge 

„ანგარსკელ მანიაკად“ წოდებული ყოფილი მილიციელი მიხაილ პოპკოვი, რომელსაც რუსეთში 80-ზე მეტი ქალის მკვლელობის ბრალდებით სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, არმიაში ყოფნაზე „ოცნებობს“. ამის შესახებ, როგორც რადიო თავისუფლების პროექტი Сибирь.Реалии წერს, პოპკოვმა განუცხადა გამოცემას, Вести-Иркутск. პოპკოვის თანახმად, უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობაზე ფიქრობს და ზამთრის და ყინვის დასრულების შემდეგ, დაუფიქრებლად წავიდოდა, თუმცა, ეჭვი ეპარება, რომ საომრად დაიქირავებენ. "ანგარსკელ მანიაკს" კონკრეტულად... Читать дальше...

უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის შეტევა მოგერიებულია 16 დასახლებულ პუნქტთან

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 2 სარაკეტო დარტყმა და 55-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის და ხერსონის ოლქების სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. გენშტაბის მიერ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, მოწინააღმდეგე შეტევაზეა ბახმუტის და ავდეევკის მიმართულებებით, სადაც ცოცხალი ძალის მნიშვნელოვანი დანაკარგი აქვს. უკრაინის არმიის სარდლობის ცნობით, გასულ 24 საათში... Читать дальше...

საფრანგეთში უარი თქვეს რუსული სასაფლაოს მოსავლელად მოსკოვისგან ფულის მიღებაზე

Radiotavisupleba.ge 

პარიზთან მდებარე ქალაქ სანტ-ჟენევიევ-დე-ბუას მერიამ უარი თქვა მოსკოვისგან მიეღო ფული ადგილობრივი სასაფლაოს რუსული ნაწილის შემდგომი შენახვის მიზნით. ამის შესახებ რადიო თავისუფლების რუსული სამსახური წერს ფრანგულ გამოცემა Le Monde-ზე დაყრდნობით. ამ სასაფლაოზე დაკრძალულია ემიგრაციაში გარდაცვლილი არაერთი ცნობილი რუსი, მათ შორის მწერლები ივან ბუნინი და დმიტრი მერეჟკოვსკი, მხატვარი კონსტანტინ კოროვინი, მოცეკვავე რუდოლფ ნურეევი და ბოლშევიკების წინააღმდეგ მებრძოლი თეთრგვარდიელები. რუსეთის მთავრობა 2005... Читать дальше...

ანექსირებულ სევასტოპოლში აფეთქება იყო

Radiotavisupleba.ge 

წუხელ, აფეთქება მოხდა რუსეთის მიერ ანექსირებულ სევასტოპოლში. რადიო თავისუფლების პროექტ Крым.Реалии-ს კორესპონდენტის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში აფეთქების ხმა ადგილობრივი დროით 00:38 საათზე გაიგეს. დაახლოებით ორი საათის შემდეგ, სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორმა მიხაილ რაზვოჟაევმა ტელეგრამით გაავრცელა მოკლე შეტყობინება, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემამ ზღვის უბეში ჩამოაგდო უპილოტო საფრენი აპარატი. როგორც Крым.Реалии წერს, რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში 2022 წლის აგვისტოდან... Читать дальше...

რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა ქალაქ ზაპოროჟიეზე

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის სამხედრო ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიესა და მის შემოგარენზე. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლქსანდრ სტარუხის ცნობით, წუხანდელი სარაკეტო დარტყმის შედეგად დანგრეულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და სამოქალაქო და სამრეწველო ინფრასტრუქტურის ობიექტები. წინასწარი ინფორმაციით, დაიჭრა 3 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი. სარაკეტო დარტყმის ადგილებში მუშაობას განაგრძობენ მაშველები და მედიკოსები.

უკრაინის პრეზიდენტი რუსებს მიმართავს

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსებს რუსულად მიმართა, რომ მათი „ლაჩრული დუმილი“ იმით დასრულდება, რომ ერთ დღეს „ტერორისტები მათაც მიაკითხავენ“ და დამცველი აღარავინ ეყოლებათ. წუხანდელი ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ ტერორი უწოდა ქალაქ დნეპრში, მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე 14 იანვარს განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას. უკრაინის პრეზიდენტმა მიმართა რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ახლაც კი ვერ ახერხებენ ტერორის დასაგმობად თუნდაც რამდენიმე სიტყვის თქმას, მუხედავად იმისა, რომ ყველაფერს შესანიშნავად ხედავენ და ყველაფერი იციან. Читать дальше...

30-მდე გაიზარდა დნეპრში საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი

Radiotavisupleba.ge 

დნეპრში 30 ადამიანს გაუტოლდა მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი - იუწყება უკრაინის საგანგებო ვითარებების სამსახური 15 იანვარს.  დნეპრის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, დაჭრილია 72 პირი. ამავე წყაროს ცნობით, ნანგრევებიდან გადაარჩინეს 39 ადამიანი, მათ შორის ექვსი ბავშვი. 43 პირი დაკარგულად ითვლება.  "24 საათის განმავლობაში გრძელდება სამაშველო და სახიფათო სტრუქტურული ელემენტების განადგურების სამუშაოები" - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. "ჩვენ... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Певец Крид заявил, что бывшие сделали его сильнее


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Уимблдон

Касаткина и Шнайдер блеснули на траве перед Уимблдоном. Идеальный день для российского тенниса


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Аномальная жара ожидается в Москве в первые дни июля





Путин в России и мире
Москва

Песков: подаренные Ким Чен Ыном Путину собаки проходят адаптацию в Москве


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко обратился к лидеру Туркменистана




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Нариман Джелял переехал из сибирской тюрьмы в Киев


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Виктор Цой

...Есть чем платить, но я не хочу победы любой ценой. Памятник Виктору Цою в Санкт-Петербурге



Москва

Reuters: в Нигерии атаки смертниц на семейных мероприятиях убили 18 человек

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net