Добавить новость
123ru.net
Radiotavisupleba.ge
Сентябрь
2021

Новости за 09.09.2021

NDI საერთაშორისო ექსპერტები საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შეხვდნენ

Radiotavisupleba.ge 

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო ექსპერტების გუნდმა პოლიტიკურ პარტიებთან, მთავრობის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიასთან მაღალი დონის ონლაინ შეხვედრები გამართა. ინფორმაციას თავად ორგანიზაცია ავრცელებს. "შეხვედრები მიზნად ისახავდა საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას; ამასთან, გამოხატავდა საერთაშორისო საზოგადოების მოლოდინს, რომ საარჩევნო პროცესებში ჩართული ყველა სუბიექტი დემოკრატიული არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების ყველა პრინციპს დაიცავს"... Читать дальше...

მურსაკულოვი - კიდევ რას ედავებიან მკვლელობაში ბრალდებულ „ოცნების“ აქტივისტს?

Radiotavisupleba.ge 

ავსტრალიელი ქალის მკვლელობაში ბრალდებულ, 33 წლის რაფაელ მურსაკულოვს, პროკურატურა ბრალს, სავარაუდოდ, უახლოეს საათებში წარუდგენს. გამოძიება მას სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, შანაი ბრუკის განზრახ მკვლელობას ედავება და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ბრალდებული სამართალდამცავებმა 8 სექტემბერს, ქალის მკვლელობიდან 40 დღის თავზე დააკავეს. რაფაელ მურსაკულოვი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. შსს-ში გამართულ ბრიფინგზე, არაფერი თქმულა მკვლელობის მოტივზე. Читать дальше...

ლილოსთან ახლოს მუშა ნანგრევებში მოჰყვა და ადგილზე დაიღუპა

Radiotavisupleba.ge 

ლილოს მიმდებარედ მუშა მშენებლობაზე ჩამოშლილ ნანგრევებში მოჰყვა. ის სასწრაფო დახმარების ჯგუფს გარდაცვლილი დახვდა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. ამ მუხლით სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.



ყვარელში ერთ-ერთი ბანკის ფილიალში შეიარაღებული პირია შეჭრილი

Radiotavisupleba.ge 

პირველადი ინფორმაციით, "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეჭრილია შეიარაღებული პირი. ინფორმაციას შსს ავრცელებს. ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები „თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები“. შინაგან საქმეთა... Читать дальше...

უკრაინის პარლამენტში დეპუტატები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს „ვაგნერის“ სკანდალის თაობაზე კამათის დროს

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ წევრი, დეპუტატი ნიკოლაი ტიშჩენკო 8 სექტემბერს თავს დაესხა თავის კოლეგას, მმართველი პარტიის ყოფილ წევრსა და ამჟამად უპარტიო დეპუტატ, გეო ლეროსს, რომელიც უკრაინის პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას ადანაშაულებს გასული წლის ივლისში უკრაინის სპეცსამახურების მიერ, რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ წევრთა წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციის ჩაფუშვისთვის. „უკრაინელებს სურთ იცოდნენ, რომ ამ წყვილიდან, რომელმა გასცა ეს სპეცოპერაცია - ბატონმა ზელენსკიმ, თუ მისმა მდივანმა ერმაკმა“... Читать дальше...

კახა კუკავა - "ჩვენი ამოცანაა, კონსერვატიული ფრთა ქართულ პოლიტიკაში ნელ-ნელა გახდეს ერთ-ერთი ანგარიშგასაწევი ძალა"

Radiotavisupleba.ge 

"ანაქრონიზმი ჩვენი პოლიტიკური პროცესის არის, რომ დაახლოებით 70-80% ჩვენი მოსახლეობის არის კონსერვატიული მსოფლმხედველობის, პოლიტიკურ ორგანოებში კი ეს წარმოდგენილია 0%-ით", - აცხადებს კახა კუკავა, "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარე და თვლის, რომ დღეს ქვეყანაში ყველაფერი ორპოლუსიანობამდე დაიყვანება.

"სილქნეტი" "ალტ-ინფოს" ქსელში ჩართავს

Radiotavisupleba.ge 

სატელეკომუნიკაციო კომპანია "სილქნეტი" ჰომოფობიური ჯგუფების ტელევიზიას "ალტ-ინფოს" მოთხოვნას, მისი მაუწყებლობა ჩაესვა ყველა პაკეტში, დათანხმდა. იმის გამო, რომ სატელეკომუნიკაციო კომპანია ამ მაუწყებელს მოთხოვნაზე უარს ეუბნებოდა, საკითხი კომუნიკაციების კომისიაში განიხილებოდა. საქართველოს კანონმდებლობით "სილქნეტი" ვალდებული იყო "ალტ-ინფოს" მოთხოვნა შეესრულებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში საკითხის გადაჭრამდე მუდმივად დააჯარიმებდნენ. "სილქნეტმა" "ალტ-ინფოს" უარი 8 ივნისს უთხრა - წერილში აღნიშნული იყო, რომ... Читать дальше...

კახა კუკავა: არჩევნებში გვინდა ჩვენი განსხვავებული პოლიტიკური პლატფორმის კარგად გამოკვეთა და პოზიციონირება

Radiotavisupleba.ge 

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე რადიო თავისუფლების „დღის საუბრებში“ ამბობს, რომ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში პარტიის საერთო ამოცანაა ზომიერი კონსერვატორული მიმართულების გამოკვეთა და პოზიციონირებაა. მისი თქმით, მაშინ, როდესაც ქვეყანაში ყველაფერი ორპოლუსიანობამდე და პერსონებამდე დაიყვანება, მიზანია კონსერვატიული ფრთა და მიმართულება ნელ-ნელა, ეტაპობრივად გახდეს სერიოზული და ანგარიშგასაწევი ძალა: „მთელი ჩვენი ანაქრონიზმი პოლიტიკური პროცესისა არის ის, რომ საზოგადოებაში კონსერვატიულ მიმართულებას ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს... Читать дальше...



კონსტანტინე კანდელაკი - "ადგილობრივ პოლიტიკას ჩვენთან ადგილობრივი მოსახლეობა არ ქმნის"

Radiotavisupleba.ge 

"ამ არჩევნებსაც პოლარიზებული გარემოთი ვხვდებით. სამწუხაროდ, ასეთ ტრადიციად ჩამოყალიბდა - გამარჯვების ფორმულა იმალება ამ პოლარიზებაში", - აცხადებს კონსტანტინე კანდელაკი, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი - "პოლიტიკურ ელიტას მიაჩნია, რომ გამარჯვებას ასე უფრო ადვილად მოიპოვებს".

უნგრეთი აკრიტიკებს ევროკავშირს, რომელიც პოლონეთს ჯარიმით ემუქრება მოსამართლეთა პალატის გამო

Radiotavisupleba.ge 

უნგრეთის იუსტიციის მინისტრმა „ქედმაღალი“ უწოდა ევროკავშირის მმართველობას მას მერე, რაც მისმა აღმასრულებელმა ხელისუფლებამ მიმართა ევროკავშირის უზენაეს სასამართლოს თხოვნით, ფინანსური სანქციები დაუწესოს პოლონეთს სასამართლოს სფეროში ძველი კამათის გამო, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ვარშავასა და ბრიუსელს შორის კანონის უზენაესობის სფეროში ურთიერთობის გამწვავება. უნგრეთის მთავრობა გმობს „ბრიუსელის ბოროტგანზრახულ თავდასხმებს“, განაცხადა უნგრეთის იუსტიციის მინისტრმა, იუდით ვარგამ ფეისბუკის საშუალებით 8 სექტემბერს გვიან ორი დღის შემდეგ მას მერე... Читать дальше...

საქართველოში სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 18.8%

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში, 8 სექტემბერს კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა 24 670 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 1 405 877 აცრა. ერთი დოზით ვაქცინირებულია 869 483 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 30.4%. სრულად ვაქცინირებულია 536 394 - მოზრდილი მოსახლეობის 18.8%. ეპიდემიოლოგების თანახმად, ე.წ. კოლექტიური იმუნიტეტისთვის საჭიროა აცრილი იყოს მოზრდილი მოსახლეობის 60% მაინც. საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს "ფაიზერის"... Читать дальше...

თალიბანი დემონსტრაციებს უკანონოდ აცხადებს, სპორტსმენი ქალები შეშფოთებული არიან აკრძალვების გამო

Radiotavisupleba.ge 

შეშფოთება იზრდება ავღანეთის ახალი მთავრობის ნაბიჯების გამო, რომელსაც სათავეში უნდგას რადიკალური მოძრაობა თალიბანი და რომლის შემადგენლობაში მხოლოდ კაცები, სასტიკი დაჯგუფების ვეტერანები შედიან. თალიბანმა გამოაცხადა, რომ დემონსტრაციები უკანონოდ შეფასდება და ქალებს აეკრძალებათ სპორტული აქტიურობა. თალიბანი, როგორც ის ქვეყანას მოიხსენიებს, „ავღანეთის ისლამურ საამიროში“, აპირებს შარიათის კანონების შემოღებას, რაც დარტყმაა საერთაშორისო იმედისა, რომ ოცი წლის წინანდელი მთავრობა არ იქნებოდა ისეთის მკაცრი.... Читать дальше...

"ქართული ოცნება" აცხადებს, რომ ოპოზიცია 2021 წლის არჩევნების გაყალბებულად წარმოსაჩენად ემზადება

Radiotavisupleba.ge 

"ქართული ოცნება" აცხადებს, რომ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ოპოზიციურ პარტიებთან, "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოსთან" აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციები აკვირდებიან. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავს ორგანიზაციებს ოპოზიციური პარტიები არჩევნების გაყალბების აღქმების გამყარებისთვის იყენებენ. "ხშირ შემთხვევაში, მსგავსი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლების ძირითად მიზანს საარჩევნო უბნებზე საარჩევნო პროცესის კანონმდებლობის შესაბამისად მიმდინარეობისთვის... Читать дальше...

ლუკაშენკა მოსკოვში ჩაფრინდა სამხედრო მანევრების ფონზე

Radiotavisupleba.ge 

9 სექტემბერს ალექსანდრ ლუკაშენკა მინსკიდან მოსკოვში ჩაფრინდა და იქ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან გამართავს მოლაპარაკებას. ეს მათი მეხუთე შეხვედრაა წელს. რუსეთის პრეზიდენტი უფრო ხშირად არც ერთი სხვა სახელმწიფოს ლიდერს არ შეხვედრია. როგორც რუსეთში ბელარუსის ელჩმა განაცხადა, 9 სექტემბრის მოლაპარაკებათა შედეგად შეიძლება ხელი მოაწერონ ორი ქვეყნის ინტეგრაციის ე.წ. გზამკვლევებს, რომლებსაც ასევე "სამოკავშირეო პროგრამებს“ უწოდებენ. მართალია, ეს დოკუმენტები არ შეიცავენ საერთო სახელმწიფოებრივი პოლიტიკური ორგანოების შექმნას... Читать дальше...

Reuters -ის ცნობით, თალიბები აშშ-ის და სხვა ქვეყნების 200 მოქალაქეს ავღანეთის დატოვების ნებართვას აძლევენ    

Radiotavisupleba.ge 

თალიბანმა თანხმობა განაცხადა, აშშ-ის და მესამე ქვეყნების 200 მოქალაქეს ნებართვა მისცეს, დატოვონ ქვეყანა და ჩარტერული რეისებით ქაბულის აეროპორტიდან გაფრინდნენ. ამ ცნობას ავრცელებს სააგენტო Reuters -ი აშშ-ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ისლამისტური რადიკალური დაჯგუფება დაითანხმეს 9 სექტემბერს გაფრენის ნებართვა გაეცა აშშ-ის საგანგებო წარგზავნილის, ზალმაი ხალილზადის მხრიდან ზეწოლის შედეგად, იტყობინება ანონიმური წყარო. ცნობით, არ არის ცხადი, არის თუ ეს 200 მოქალაქე იმ ჯგუფის ნაწილი, რომელიც ჩრდილოეთის ქალაქ მაზარ-ი-შარიფში ჩარჩნენ... Читать дальше...

ირაკლი მელაშვილი - "სანამ პოლიტიკოსები მოსახლეობას უყურებენ როგორც ფარას, მანამდე არაფერი შეიცვლება"

Radiotavisupleba.ge 

"პოლიტიკურ ელიტაში არ არის იმის აღქმა, რომ, თუ ძლიერი თვითმმართველობა არ გვექნება, ვერაფრით შევქმნით ნორმალურ ქვეყანას", - ამბობს ირაკლი მელაშვილი, ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში. მისი შეფასებით, "პოლიტიკური სპექტრი წარმოადგენს კონტრელიტას ქვეყნისთვის, რომელიც ამუხრუჭებს ქვეყნის განვითარებას"

გრეგოროვა: გვაინტერესებს რა არის "ქართული ოცნების" საბოლოო მიზანი

Radiotavisupleba.ge 

ავტორი: ანი ჩხიკვაძე, ამერიკის ხმა   ევროპარლამენტში, კრიტიკული შეფასებები მოჰყვა, საქართველოს მთავრობის ნაბიჯს, რომ არ მიიღებს 75 მილიონი ევროს დახმარებას. ბრიუსელში აცხადებენ, რომ ეს დახმარება სასამართლო რეფორმას უკავშირდებოდა. როგორ აისახება ეს ნაბიჯი ევროკავშირის და საქათველოს ურთიერთობებზე? ანი ჩხიკვაძე, გადაცემისთვის "ხედვა ვაშინგტონიდან", ჩეხ ევროპარლამენტარს, მარკეტა გრეგორევას ესაუბრა. თქვენ აკვირდებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ... Читать дальше...

საქართველოში 8000-ს გასცდა COVID-19-ით გარდაცვლილთა საერთო რიცხვი

Radiotavisupleba.ge 

ბოლო 24 საათში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 58 პაციენტი. ეპიდემიის განმავლობაში გარდაცვლილთა რიცხვი 8 035-მდე გაიზარდა. საქართველოში კოვიდით გარდაცვალების შემთხვევებმა მკვეთრად მოიმატა 2021 წლის ზაფხულიდან, ეპიდემიის მეოთხე და ყველაზე მძიმე ტალღის პერიოდში. მხოლოდ აგვისტოში, კოვიდ-ინფექციამ 1 629 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 9 სექტემბრის დილისთვის, ლეტალობის მაჩვენებელი 1.40%-ია.

საქართველოში კორონავირუსის 2455 ახალი, დადასტურებული შემთხვევაა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 58 პაციენტი. 9 სექტემბრის დილისთვის ლეტალობის მაჩვენებელი 1.40%-ია. ეპიდემიის განმავლობაში გარდაცვლილთა რიცხვმა 8000-ს გადააჭარბა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 36 151 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 2455 შემთხვევა. 9 სექტემბრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია: დღიური - 6.79%; ბოლო 7 დღის - 7.69%; ბოლო 14 დღის - 8.48%. ბოლო დღე-ღამეში 4427-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. Читать дальше...


Музыкальные новости
Юрий Шатунов

Его можно было спасти: вдова Шатунова сделала душераздирающее признание в день годовщины мужа





Персональные новости
Динамо

Минское «Динамо» без проблем вышло в ⅛ финала Кубка Беларуси





უშბაზე იპოვეს დაკარგული უცხოელების ცხედრები

Radiotavisupleba.ge 

მაშველებმა მწვერვალ უშბაზე იპოვეს ორი ადამიანის ცხედარი. გარდაცვლილი ალპინისტები უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ. რომელი ქვეყნის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური არ აკონკრეტებს. ძებნის ოპერაცია გასული კვირიდან მიმდინარეობდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანახმად, უამინდობის და რთული გარემო პირობების გამო, მაშველებს მწვერვალზე ქვეითად გადაადგილება უწევდათ. ოპერაციაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც. გარდაცვლილთა ცხედრები მესტიაში გადაასვენეს. რამდენიმე დღის წინ გავრცელებული... Читать дальше...

რუსეთში გამოკითხულთა მხოლოდ 5% მიიჩნევს, რომ დასავლეთისადმი დამოკიდებულება მტრული უნდა იყოს

Radiotavisupleba.ge 

ანალიტიკური ლევადა-ცენტრის მიერ რუსეთში, აგვისტოში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 57% მიიჩნევს, რომ რუსეთი საერთაშორისო იზოლაციაშია. პირიქით ფიქრობს 38%. ლევადა-ცენტრის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი თითქმის არ შეცვლილა 2018 წელთან შედარებით, როცა რუსეთს საერთაშორისო იზოლაციაში მყოფად მიიჩნევდა 56% და პირიქით - 37%. წელს აგვისტოში გამოკითხული რუსების 44% ფიქრობს, რომ რუსეთი დასავლეთს უნდა ეპყრობოდეს, როგორც მოკავშირეს. 29%-ისთვის დასავლეთი მეტოქეა, 13%-ისთვის მეგობარი და 5%-ისთვის მტერი. Читать дальше...

მსხვერპლი მოჰყვა ჩრდილოეთ მაკედონიის კოვიდ-ჰოსპიტალში გაჩენილ ხანძარს

Radiotavisupleba.ge 

სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა ჩრდილოეთ მაკედონიის ქალაქ ტეტოვოში, დროებით გახსნილ კოვიდ-ჰოსპიტალში გაჩენილი ხანძრის შედეგად. გასულ ღამით დაწყებულ ხანძარს, რომლის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდნენ. ადგილობრივ სახანძრო-სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ ვითარებას ართულებდა ჰოსპიტალში არსებული ჟანგბადის ბალონების აფეთქება. დაშავებულები, რომელთა ზუსტი რიცხვი ჯერ უცნობია, დედაქალაქ სკოპიეს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თალიბებმა აკრძალეს მათთან შეუთანხმებელი დემონსტრაციები

Radiotavisupleba.ge 

რადიკალურმა მოძრაობა თალიბანმა აკრძალა მასთან შეუთანხმებლად ნებისმიერი აქციის გამართვა. თალიბების მიერ შექმნილი შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამიერიდან საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორებმა წინასწარ უნდა შეატყობინონ აქციის ჩატარების მიზეზი, ადგილი, დრო და ლოზუნგები, რომლებსაც აქციის დროს გამოიყენებენ, ამ წესის დამრღვევები კი, დაისჯებიან. მას შემდეგ, რაც თალიბანმა ავღანეთში ძალაუფლება ისევ ხელში ჩაიგდო, ქვეყანაში არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. განსაკუთრებით აქტიურობენ ქალები, რომლებიც საკუთარი უფლებების დაცვას ცდილობენ. Читать дальше...

ადვოკატის თქმით, რაფაელ მურსაკულოვი დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს

Radiotavisupleba.ge 

ავსტრალიის მოქალაქის შანაი ბრუკის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ რაფაელ მურსაკულოვს შეხვდა დროებითი მოთავსების იზოლატორში ადვოკატი სოფო გოგშელიძე. იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მურსაკულოვი დანაშაულს არ აღიარებს და იყენებს დუმილის უფლებას. „იგი დუმილის უფლებას იყენებს, ამიტომ სიღრმუსეულ პასუხებს ვერ გაგცემთ. საქმის მასალები ჯერ არ გადმომცემია. გადმომეცემა, გავეცნობი სრულყოფილად და მას შემდეგ მექნება საშუალება დეტალურად ვუპასუხო თქვენს შეკითხვებს“, - გვითხრა ადვოკატმა. Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Ежегодную спартакиаду «Комус» провели в Лужниках


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Елена Рыбакина

Шокирующая информация появилась о здоровье Елены Рыбакиной


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

В ОЭЗ «Технополис Москва» подсчитали выбросы парниковых газов





Путин в России и мире
Москва

Самолёт направили из Москвы за пострадавшими при атаке на Севастополь детьми


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Джиган

«Невозможно было представить»: Самойлова и Джиган не справляются с дочерью



Москва

Московские клиники готовы принять пострадавших в результате теракта в Севастополе

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net