Добавить новость
123ru.net
News.ge
Сентябрь
2023
1 2 3
4
5
6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26
27
28
29
30

ჩემს შვილს რატომ ეხები? – ქსენია სობჩაკს რამზან კადიროვმა შვილის კრიტიკის გამო დაურეკა

0

ქსენია სობჩაკის თქმით ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი დაუკავშირდა და 40 წუთის განმავლობაში ელაპარაკებოდა. ცნობილმა ბლოგერმა და ჟურნალისტმა საუბრის მოკლე შინაარსი და ვიდეოზარის დროს გადაღებული ფოტო საკუთარ Telegram არხზე გამოაქვეყნა.

“ჩაწერა ვერ შევძელი ამიტომ მოკლე შინაარს მოგიყვებით.

– რატომ ეხები ჩემს ოჯახს? (კადიროვი)

– არ ვეხები (სობჩაკი)

– ჩემს შვილს რატომ ეხები?

– თქვენ თვითონ არ გამოაქვეყნეთ ვიდეო და დაწერეთ, რომ ამაყობთ მისი საქციელით? რაღაზე გამოაქვეყნეთ და დაწერეთ?

– მე ამის დამალვა არ მინდა, დამალვას აზრი არ აქვს

– დასაჯეთ ამ საქციელისთვის?

– არა, ის ყოჩაღი ბიჭია, ნამდვილი კაცივით მოიქცა

შემდეგ უფრო საინტერესო ამბები მომიყვა, წარმოგიდგენთ მონათხრობს:

წინასწარი დაკავების იზოლატორში მივედით, დაკავებულმა თქვა რომ პირადად უნდა ლაპარაკი. მითხრა, რომ ისლამის მიღება უნდა, მე ვუპასუხე რომ შაითანია(ეშმაკი, მატყუარა) და საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობს და რომ ასეთი მუსლიმები არ გვჭირდება.

მისთვის თითი არ დამიკარებია, კანონმორჩილი მოქალაქე ვარ. მერე ოთახიდან გავედი, და ვერ შევამჩნიე რომ ადამი(კადიროვის ვაჟი) დარჩა. ის ზოგადად თავისი ჭკუით ცხოვრობს. მერე გავიგე ყვირილი, ხმაური, გავაგზავნე დაცვა გასაშველებლად, ადამი ტემპერამენტიანი და დამოუკიდებელია.

არ მახსოვდა რომ ადამი 15 წლისაა, შვილების ასაკი სულ მერევა. თუ სასამართლო გადაწყვეტს რომ დამნაშავეა სასჯელს მოიხდის”. – ყვება სობჩაკი კადიროვთან საუბრის შინაარს.

სობჩაკმა საკუთარ არხზე ათამდე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც კადიროვის და მისი ვაჟის საქციელი გააკრიტიკა. ჟურნალისტმა ისიც აღნიშნა, რომ ადამ კადიროვს ვერ დასჯიან, ვინაიდან 15 წლისაა და თავდასხმის მუხლი 16 წლიდან ვრცელდება.

ცნობისათვის, 25 სექტემბერს ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა საკუთარ ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც თავისი 15 წლის შვილი, ადამი ყურანის დაწვის საქმესთან ბრალდებულ პირს, ნიკიტა ჟურავიელს სცემს.

“არ მიყვარს უთქმელობა. ყოველთვის უმჯობესია საბოლოო წერტილის დასმა – მართალისა და ღირსეულის. ქსელებში ჯერ კიდევ დაობენ ადამ კადიროვის მიერ წმინდა ყურანის დამწველი ნიკიტა ჟურავიელის, უკრაინის სპეცსამსახურების თანამზრახველის ცემაზე. მოხდა ეს თუ არა? სცემა და სწორადაც მოიქცა”. – წერს კადიროვი.

ყურანის შეურაცხმყოფლებს კადიროვმა უწოდა “ნაძირლები, რომლებსაც არ სურთ, რომ რუსეთში ყველამ გვერდიგვერდ, მშვიდად და ურთიერთგაგებით იცხოვროს”.

“მსგავსი პროვოკატორები და მოღალატეები არიან სიმსივნეები სხეულზე, რომლებიც უნდა ამოიშანთოს”. – დაწერა კადიროვმა და აღნიშნა, რომ საკუთარი შვილის საქციელით ამაყობს.

ნიკიტა ჟურავიელი 2023 წლის მაისში, ვოლგოგრადში დაიჭირეს. მას ბრალად ედება, რომ უკრაინის სპეცსამსახურებისგან 10 000 რუბლი მიიღო და სანაცვლოდ ვოლგოგრადის საკათედრო მეჩეთის წინ ყურანი დაწვა, რისი ვიდეო გადაიღო კიდეც. საგამოძიებო ორგანოები მას ბრალს სდებდნენ, რომ ჩანაწერი უკრაინულ სპეცსამსახურებს გადასცა. ვიდეო შემდეგში სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

ჟურავიელი დაკავების შემდეგ ჩეჩნეთში მდებარე წინასწარ დაკავების იზოლატორში გაგზავნეს, რაც საგამოძიებო კომიტეტმა ამ რესპუბლიკის მაცხოვრებლების “მრავალი მიმართვის” შემდეგ გადაწყვიტა. სამართალდამცავი ორგანოს მტკიცებით, ჩეჩნები ითხოვდნენ, რომ ისინი დაზარალებულებად ეღიარებინათ.

16 აგვისტოს რუსეთში ადამიანის უფლებათა კომისარმა, ტატიანა მოსკალკოვამ თქვა, რომ ჟურავიელი ჩიოდა გროზნოს წინასწარი დაკავების იზოლატორში მისი ცემის ფაქტთან დაკავშირებით. ბრალდებული ამბობდა, რომ მას ფიზიკურად ადამ კადიროვი გაუსწორდა. ის ჩეჩნეთის ომბუდსმენს, მანსურ სოლტაევს შემოწმების ჩატარებას სთხოვდა.

მცირე ხნის შემდეგ, ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერმა, მაგომედ დაუდოვმა და სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, ადამ დელიმხანოვმა საჯაროდ დაუჭირეს მხარი ადამ კადიროვის ქმედებებს. მათ მომხდარი პირდაპირ არ დაუდასტურებიათ. თუმცა ეს ფაქტობრივად რესპუბლიკის ეროვნული პოლიტიკის მინისტრმა, ახმედ დუდაევმა გააკეთა.

დუდაევის თქმით, ადამ კადიროვი თან ახლდა მამამისს, როდესაც მათ გროზნოში წინასწარი დაკავების იზოლატორი მოინახულეს და აქ სცემა ვოლგოგრადელი, როდესაც მასთან პირისპირ დარჩა. მინისტრს არ განუმარტავს მომხდარის მიზეზი.

“გვესმის, ვცხოვრობთ სამართლებრივ ქვეყანაში, არსებობს კანონი, კონსტიტუცია. მაგრამ მოცემულ შემთხვევაში არსებობს რელიგიური გრძნობებიც, ტრადიციებიც, წეს-ჩვეულებებიც”. – ამბობდა დუდაევი. მისი თქმით, ჩეჩნეთის რესპუბლიკისა და მეზობელი რეგიონის მცხოვრებლები ადამ კადიროვის ქმედებებს მხარს უჭერდნენ.

მომხდარის შემდეგ, რუსეთის ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრმა. ევა მერკაჩევამ სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის დირექტორს, არკადი გოსტიევს სთხოვა, რომ ჟურავიელი ჩეჩნეთიდან სახვა რეგიონში გადაეყვანათ. 25 სექტემბერს მერკაჩოვამ თქვა, რომ ადგენდა მოთხოვნას სამართალდამცავი სტრუქტურების მიმართ ჟურაველის ცემის ფაქტთან დაკავშირებით.

“ვფიქრობ, ახლა გაგვაჩნია დანაშაულის ვიდეომტკიცებულება. ეს ფაქტი სადავო არაა. ახლა უკვე არსებობს ვიდეო, ცხადია დანაშაულის ჩამდენის ვინაობა. ვთვლი, რომ გამოძიებამ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები. ფაქტობრივად, ეს არის გამოწვევა რუსეთის მთელი სამართლებრივი სისტემისთვის. კონკრეტულ რეგიონში აჩვენეს, რომ შეუძლიათ დანაშაულის ჩადენა და ამისთვის მათ არავინ არაფერს მოსთხოვს”. – ნათქვამი იყო მერკაჩევის კომენტარში, რომელიც ქსენია სობჩაკმა გაავრცელა.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин: Москва и Пекин подписали программу сотрудничества на 2024-2026 годы


Спорт в России и мире
Москва

Военно-спортивный фестиваль Росгвардии в «Лужниках» собрал более 20 000 москвичей и гостей столицы


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Анна Курникова

Курникова показала трогательные фото Энрике Иглесиаса


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Бизнес-омбудсмен Москвы оказывает поддержку НМСП





Путин в России и мире
Москва

ЯНДЕКС, АЛЕКСАНДР ПУШКИН, АНАТОЛИЙ ГОЛОД И "СВЯТОЙ ЛЕНИН" ВЕДУТ СЛЕДСТВИЕ ВЕКА! ВАЖНЫЕ СЕРЬЁЗНЫЕ ДАННЫЕ.


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Концерт

Радость встречи с клоунами приносят массу положительных эмоций детям в Бурятии - Театр и Цирк, Культура и Концерт, Россия и Дети



Москва

Работы по реконструкции линий электропередач начались в Мытищах

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net